მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჩინეთის სამხედრო პოტენციალი: პეკინს სურს პირველმა განახორციელოს დარტყმა

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიჩინეთის დროშა
ჩინეთის დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთი სამხედრო პოტენციალს აძლიერებს, რაც პეკინს პერსპექტივაში მისცემს საშუალებას, რომ პირველმა განახორციელოს დარტყმა, მიაჩნია აშშ-ის შტაბების მეთაურთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, გენერალ ჯონ ჰაიტენს.
ამ თემაზე მან ტელეარხ CBS-სთან ინტერვიუში ისაუბრა.
გენერალმა კომენტარი გააკეთა ჩინეთის მიერ ჰიპერბგერითი იარაღის გამოცდაზე და აღნიშნა:

„მათ შორი მანძილის რაკეტა გაუშვეს, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა. შემედგ რაკეტას ჰიპერბგერითი ბლოკი გამოეყო, რომელმაც ჩინეთამდე მიაღწია და სამიზნე დააზიანა. <...> ეს პირველი გამოყენების იარაღს ჰგავს. ჩემი აზრით, სწორედ ასე გამოიყურება ამ ტიპის იარაღი“.

იმ ფაქტის შესახებ, რომ ჩინეთმა ჰიპერბგერითი რაკეტა გამოსცადა აგვისტოში, ფართო საზოგადოებამ სექტემბრის შუა რიცხვებში შეიტყო გაზეთ Financial Times-სგან. როგორც გამოცემა წერდა, რაკეტამ ისე შემოუფრინა დედამიწას, რომ მსოფლიოს რაკეტსაწინააღმდეგო სისტემებმა ვერ შენიშნეს.
დმიტრი პესკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
პესკოვი: ჩინური ჰიპერბგერითი რაკეტის გამოცდა კრემლს არ აღელვებს
მოგვიანებით ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჩჟაო ლიძიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ზაფხულში კოსმოსური ხომალდი გამოიცადა და არა ჰიპერბგერითი რაკეტა.
ყველა ახალი ამბავი
0