მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სკანდალი გერმანიაში: მერკელს „ჩრდილოვანი ბიუროს“ შექმნაში ადანაშაულებენ

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკში ანგელა მერკელი
 ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 17.11.2021
გამოწერა
თბილისი, 17 ნოემბერი — Sputnik. გერმანიის კანცლერის მოვალეობის შემსრულებელი ანგელა მერკელი „ჩრდილოვანი უწყების“ შექმნის განზრახვაში დაადანაშაულეს, წერს გამოცემა Spiegel-ი.
ქვეყნის ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, მერკელის ბიუროში მისი პოსტიდან წასვლის შემდეგ ცხრა კაცი იმუშავებს. ოფისი თავდაცვის სამინისტროში გამოუყენებელი პოზიციების ხარჯზე დაფინანსდება. ამასთან ბიუროს ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის ხელფასი 10,4 ათასი ევრო იქნება. გარდა ამისა, ბიუროში იმუშავებს ორ-ორი რეფერენტი, მდივანი და მძღოლი.
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო, 1920, 27.10.2021
მსოფლიო დღეს
სიგელი გადაცემულია: მერკელს უფლებამოსილება ოფიციალურად შეუწყდა
როგორც გამოცემა აღნიშნავს, გერმანიის ყოფილი კანცლერებისა და პრეზიდენტების სამუშაოთი უზრუნველყოფის პრაქტიკა მანამდე არაერთხელ გააკრიტიკეს ქვეყანაში. 2019 წელს ბუნდესტაგის ბიუჯეტის საქმეთა კომიტეტმა ასეთი ბიუროების შტატის ხუთ კაცამდე შემცირებაც კი მოითხოვა, ვინაიდან ისინი სახელმწიფოს ბიუჯეტიდან ფინანსდებიან.

„ფრაუ მერკელი თავს ყოველთვის უპრეტენზიო კანცლერად წარმოაჩენდა. როგორც ჩანს, ამას ბოლო მოეღო. მისი მომავალი უხვი აღჭურვილობა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ მას სურს შექმნას კანცლერის ჩრდილოვანი ოფისი. აშკარაა, რომ ფინანსთა მოქმედი მინისტრი ოლაფ შოლცი მასთან ყელამდე ვალშია. პერსონალით ესოდენ ზეუზრუნველყოფა სხვა ვერაფრით აიხსნება“, — განაცხადეს პარტია „მემარცხენეებში“.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერკელს დაახლოებით 15 ათასი ევრო დაენიშნება პენსიის სახით. ეს თანხა იმის გათვალისწინებით იანგარიშება, რომ ის 1990 წლიდან რეგულარულად იყო ბუნდესტაგის წევრი, პარალელურად მუშაობდა ჰელმუტ კოლის მთავრობაში, ხოლო შემდეგ 16 წლის განმავლობაში ქვეყნის კანცლერი იყო.
მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ანგელა მერკელს ოფიციალურად გადაეცა უწყება გერმანიის კანცლერის უფლებამოსილების ამოწურვის შესახებ. სავარაუდოდ, მას პარტია სოციალ-დემოკრატების ლიდერი ოლაფ შოლცი ჩაანაცვლებს, რომლის პარტიამაც 26 სექტემბერს ბუნდესტაგის არჩევნებში გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0