უმსხვილესი ვენჩურული ფონდი ქართულ სტარტაპებში მილიონობით ინვესტიციას განახორციელებს

© Government of Georgia Government of Georgiaპრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა Catapult VC-ს დამფუძნებელთან და მმართველ პარტნიორთან ჯონათან ტაუერთან
პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა Catapult VC-ს დამფუძნებელთან და მმართველ პარტნიორთან ჯონათან ტაუერთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
ქართული სტარტაპები წარმატებულ კონკურენციას უწევენ სხვა სტარტაპებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ვენჩურული ინვესტირების ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული ფონდი Catapult VC ქართული სტარტაპების დასაფინანსებლად საქართველოში 50 მლნ დოლარის მოცულობით ფონდს Catapult Georgia One შექმნის. განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
Catapult – ესაა ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტირებაზე სილიკონის ველის ფარგლებს გარეთ არსებულ ტექნოლოგიურ ცენტრებში. კომპანიის დამფუძნებელმა და მმართველმა პარტნიორმა ჯონათან ტაუერმა და მისმა გუნდმა 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს დაახლოებით 50 კომპანიაში, რომლებიც ძირითადად ოპერირებენ ელექტრონული კომერციის, პროგრამული სერვისების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტოტექნიკის სფეროებში.

„ეს არის იმის აღიარება, რომ ქართული ინოვაციური სტარტაპებისთვის ჩვენ შევქმენით იმდენად მიმზიდველი ეკოსისტემა, რომ მსგავსი მსხვილი ამერიკული ფონდები შემოდიან ქართული სტარტაპების დაფინანსების მიზნით", – განუცხადა ჟურნალისტებს ნათია თურნავამ.

მისი თქმით, ეს არის ეკონომიკის ის მიმართულება, რომელიც უკვე ძალიან კონკურენტუნარიანია და ქართული სტარტაპები ღირსეულ კონკურენციას უწევენ გლობალურად სხვა სტარტაპებს.
„სწორედ ეს არის მომავლის ეკონომიკა, რომელიც უფრო სწრაფად განვითარდება“, – განაცხადა მინისტრმა.
გადაწყვეტილება ამერიკული საინვესტიციო ფონდის შემოსვლის შესახებ მიღებულია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ ჯონათან ტაუერთან.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ინოვაციების სწრაფი განვითარების მნიშვნელობას გლობალური კონკურენციის პირობებში. ასევე ყურადღება დაეთმო ქართული სტარტაპების წარმატებას და აღინიშნა, რომ საქართველომ გლობალური პოტენციალის მქონე სტარტაპების შექმნაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია.
სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
ინვესტორები სილიკონ ველიდან ქართულ სტარტაპებს გამოცდილებას გაუზიარებენ
პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ვენჩურული საინვესტიციო ფონდი ქვეყნის რეგიონულ ინოვაციურ ჰაბად ჩამოყალიბებისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მისი თქმით, ფონდს საქართველოს მთავრობის სრული მხარდაჭერა ექნება და მასში ერთ-ერთ მნიშვნელოვან პარტნიორად ინოვაციების სააგენტოც იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ მიმართულებით დახმარების გაწევა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
ყველა ახალი ამბავი
0