ინვესტორები სილიკონ ველიდან ქართულ სტარტაპებს გამოცდილებას გაუზიარებენ

© photo: Sputnik / Stringerსახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“
სახელმწიფო პროგრამა „სტარტაპ საქართველო“ - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
დამწყებ ბიზნესმენებს სტარტაპების შერჩევის პროცესზე და მათი სწრაფი განვითარების მხარდაჭერაზე უამბობენ
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. სილიკონ ველის (Silicon Valley) ვენჩურული ფონდების მენეჯერები საკუთარ გამოცდილებას ქართულ სტარტაპებს გაუზიარებენ, იუწყება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
საქართველოს მთავრობა აქტიურად უჭერს მხარს ქართულ სტარტაპებს. 2014 წელს ეკონომიკის სამინისტროსთან შეიქმნა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, რომლის მიზანია ქვეყანაში ინოვაციური ეკოსისტემის შექმნა და ამ მიმართულებით დახმარების გაწევა. სააგენტო ხელს უწყობს ბიზნესისა და ინოვაციური გარემოს გაუმჯობესებას.
ბიზნეს აქსელერატორ „სპარკის“ ინფორმაციით, თბილისს ეწვივნენ Catapult Ventures-ის მმართველი პარტნიორი ჯონათან ტაუერი (Jonathan Tower) და აშშ-ის ბაზრებზე წვდომის ცენტრის (US Market Access Center) დამფუძნებელი კრის ბერი (Chris Burry).
თბილისის სილიკონ ველი - Sputnik საქართველო, 1920, 18.04.2021
თურნავა: ინვესტორები ქართული სტარტაპების გლობალურ ბაზარზე გატანით დაინტერესდნენ
Catapult - ესაა ვენჩურული კაპიტალის პლატფორმა, რომელიც ფოკუსირებულია ინვესტირებაზე სილიკონის ველის ფარგლებს გარეთ არსებულ ტექნოლოგიურ ცენტრებში. ტაუერმა და მისმა გუნდმა 220 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელეს დაახლოებით 50 კომპანიაში, რომლებიც ძირითადად ოპერირებენ ელექტრონული კომერციის, პროგრამული სერვისების, ხელოვნური ინტელექტისა და რობოტოტექნიკის სფეროებში.
US Market Access Center - ესაა სილიკონ ველის წამყვანი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სახელმწიფო და კერძო ორგანიზაციებს უწევს კონსულტაციებს სილიკონის ველში სტარტაპების ზრდისა და მასშტაბების მიმართულებით. კრის ბერი 10 წლის განმავლობაში მუშაობდა 42-ზე მეტი ქვეყნის დამფუძნებლებთან, რომლებმაც 2 მილიარდ დოლარზე მეტი ვენჩურული კაპიტალის ინვესტიციები მოიზიდეს.
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.06.2021
ქართულ სტარტაპებს ბიზნეს-ანგელოზები დაეხმარებიან
თბილისში ასევე იმყოფება საერთაშორისო გეიმინგ ჰოლდინგის (Game Groove Capital) მმართველი საბჭოს წევრი მარვინ ლიაო (Marvin Liao). ის არის რამდენიმე აქსელერაციული პროგრამის მენტორი და ძირითადი მომხსენებელია კონფერენციებზე, რომლებიც ციფრულ მარკეტინგსა და ტექნოლოგიურ სტარტაპებს ეძღვნება.
დამწყებ ბიზნესმენებს სტარტაპების შერჩევის პროცესზე და მათი სწრაფი განვითარების პოტენციალის მხარდაჭერაზე უამბობენ.
ვიზიტის ორგანიზატორია თბილისის მერია და EU Business Accelerator Spark, ასევე Startup Ground Tbilisi.
ყველა ახალი ამბავი
0