სააკაშვილის მხარდამჭერი ავტომსვლელობა: „ნაციონალური მოძრაობის" მორიგი აქცია თბილისში

© photo: Sputnik / Stringerმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
ოპოზიციამ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში პერმანენტული აქციები ტარდება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი საპროტესტო აქციის წევრები თბილისის ქუჩებში სამ კოლონად გადაადგილდებიან, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები ავტომობილებით ერთდროულად დაიძრნენ ქალაქის სამი წერტილიდან – კახეთის გზატკეცილი, საქართველოს ცესკოს შენობის მიმდებარე ტერიტორია, რესპუბლიკის მოედანი.
ამ დროისათვის ავტოკოლონები საყვირებით ქალაქის სხვადასხვა რაიონში გადაადგილდებიან.
მოძრაობის უსაფრთხოებას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ, რომლებიც წინ მიჰყვებიან კოლონებს.
ავტომსვლელობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. აღმაშენებლის გამზირზე ახალგაზრდა მამაკაცი შეეცადა ერთ-ერთი ავტომობილიდან დროშის ჩამოხსნას და ავტოკოლონისთვის გზის გადაკეტვას. ამ დროისათვის ინციდენტი ამოწურულია.
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ელისაშვილი სააკაშვილზე: „იქ არის, სადაც უნდა იყოს"
ოპოზიციამ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით საპროტესტო მოძრაობის დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მას შემდეგ ოპოზიცია სახელმწიფო უწყებებთან საპროტესტო აქციებს ყოველდღიურად მართავს.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. სააკაშვილის მრავალპროფიკურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ შიმშილობა დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0