ელისაშვილი სააკაშვილზე: „იქ არის, სადაც უნდა იყოს"

© photo: Sputnik / Stringerალეკო ელისაშვილი
ალეკო ელისაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
ელისაშვილის თქმით, სააკაშვილი არ არის პოლიტპატიმარი და ციხეში დამსახურებულად იმყოფება.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა გაუგებარია, განაცხადა ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, პარლამენტის დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს. მისი ჯანმრთელობის გაუარესების რისკის გამო სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში ეტაპირება 8 ნოემბერს განხორციელდა. ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრები პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა, რაც ოპოზიციისა და უფლებადამცველების მხრიდან განსჯის თემა გახდა.
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმები ყოველდღიურად გააკეთებენ განმარტებებს
ელისაშვილის აზრით, სააკაშვილი პოლიტპატიმარი არ არის და საპატიმროში დამსახურებულად იმყოფება. თუმცა, დეპუტატმა პენიტენციური სამსახურის მიერ ექს-პრეზიდენტის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების კადრების გავრცელებას უღირსი საქციელი უწოდა.

„რატომ შიმშილობს? ციხიდან გამოშვებას ყველა პატიმარი მოითხოვს და შიმშილობას დაიწყებს. ყველამ უნდა იშიმშილოს და გამოუშვებენ? მისი მოთხოვნა კერძო კლინიკაში გადაყვანაზე გაუგებარია. ამბობს, მკლავენ ციხეშიო და ჭამოს. არ მიმაჩნია, რომ პოლიტპატიმარია და იქ არის, სადაც უნდა იყოს. თუმცა ის, როგორც მას მოექცნენ, უღირსი საქციელია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა განაცხადა, იგი იმ შემთხვევაში შეწყვეტს შიმშილობას, თუ მას მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანენ. ხელისუფლება აღნიშნულ წინადადებას არ თანხმდება და აცხადებს, რომ სააკაშვილი ციხის საავადმყოფოში დარჩება.
ყველა ახალი ამბავი
0