ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმები ყოველდღიურად გააკეთებენ განმარტებებს

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
იუსტიციის მინისტრის თქმით, ექიმთა ჯგუფი სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს და მას სათანადო სამედიცინო მომსახურებას უწევს.
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციური სამსახურის მიერ მოწვეული ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს, განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყოველდღიურად მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, ექიმების ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში გააკეთებს განმარტებებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით და მიაწვდის საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას“, – განაცხადა ბრეგაძემ.

მისი თქმით, ამით ერთხელ და სამუდამოდ დაესმება წერტილი სააკაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ყველა დეზინფორმაციული ხასიათის ინფორმაციის გავრცელებას.
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
დაუდასტურდა თუ არა სააკაშვილს კორონავირუსი - PCR ტესტის პასუხი ცნობილი გახდა
როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილის რუსთავის №12 პენიტენციურ დაწესებულებასა და ციხის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებულს კვალიფიციური სამედიცინო დახმარება დასჭირდა და მან იგი პენიტენციური სამსახურის ექიმების მხრიდან ვერ მიიღო.
ბრეგაძის განცხადებით, პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის კონტროლს როგორც შიმშილობის, ისე პოსტშიმშილობის პერიოდში.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
ყველა ახალი ამბავი
0