https://sputnik-georgia.com/20211116/qrtamis-areba-da-fulis-gatetreba-saqartvelosi-maralcinosani-daakaves-262129223.html
ქრთამის აღება და ფულის გათეთრება: საქართველოში მაღალჩინოსანი დააკავეს
ქრთამის აღება და ფულის გათეთრება: საქართველოში მაღალჩინოსანი დააკავეს
Sputnik საქართველო
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა და მისმა თანამშრომელმა 215 ათასი ლარის ოდენობით ქრთამი აიღეს 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T22:30+0400
2021-11-16T22:30+0400
2021-11-16T22:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.უწყების მონაცემებით, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/ გამოყენების ფაქტზე დაკავებულია კერძო კომპანია შპს „გაგუს“ დირექტორი.დაკავებულებმა ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუს“, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ჩაწყობილი პირობების გამო, ტენდერში მონაწილეობის მიღება „გაგუს“ გარდა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო და შედეგად აღნიშნულმა კომპანიამ ორივე ტენდერი მოიგო.დაკავებულებმა ამ ქმედებების სანაცვლოდ 215 ათასი ლარის ქრთამი აიღეს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თავისი თანამზრახველის დახმარებით დაახლოებით 43,9 ათას ლარად AUDI -Q5-ის მარკის ავტომობილი შეიძინა.დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო კერძო კომპანიის დირექტორს - 4-დან 7 წლამდე ვადით. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით.
https://sputnik-georgia.com/20210719/tenderebis-CawyobisTvis-gaerTianebuli-wyalmomaragebis-kompaniis-TanamSromlebi-daakaves-252364335.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ქრთამის აღება და ფულის გათეთრება: საქართველოში მაღალჩინოსანი დააკავეს
სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსმა და მისმა თანამშრომელმა 215 ათასი ლარის ოდენობით ქრთამი აიღეს
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაკავებულია „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი და ამავე კომპანიის ყოფილი კონსულტანტი, ნათქვამია გენერალური პროკურატურის
განცხადებაში.
უწყების მონაცემებით, უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის და ყალბი დოკუმენტის დამზადება/ გამოყენების ფაქტზე დაკავებულია კერძო კომპანია შპს „გაგუს“ დირექტორი.
დაკავებულებმა ქრთამის აღების სანაცვლოდ, 2019 წლის აგვისტოში და 2020 წლის იანვარში გამოცხადებულ ორ ტენდერში შესასყიდი პროდუქციის სპეციფიკაციები ხელოვნურად მოარგეს შპს „გაგუს“, რომლის დირექტორთანაც ახლო მეგობრული ურთიერთობა ჰქონდათ. ჩაწყობილი პირობების გამო, ტენდერში მონაწილეობის მიღება „გაგუს“ გარდა ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო და შედეგად აღნიშნულმა კომპანიამ ორივე ტენდერი მოიგო.
დაკავებულებმა ამ ქმედებების სანაცვლოდ 215 ათასი ლარის ქრთამი აიღეს. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მიზნით სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა თავისი თანამზრახველის დახმარებით დაახლოებით 43,9 ათას ლარად AUDI -Q5-ის მარკის ავტომობილი შეიძინა.
დაკავებულებს 11-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ, ხოლო კერძო კომპანიის დირექტორს - 4-დან 7 წლამდე ვადით. სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა.
საქმეზე გამოძიება აქტიურად გრძელდება დანაშაულში მონაწილე სხვა შესაძლო პირთა მხილებისა და გამოვლენის მიზნით.