ქადაგიშვილი უკრაინის ომბუდსმენზე: კეთილი ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს

© photo: Sputnik / Vladimir Umikashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა პლაკატი
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერთა პლაკატი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. უკრაინის სახალხო დამცველმა პატიმრობაში მყოფი უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად სახელწიფოს უნდა მიმართოს და შესაბამისი პროცედურები გაიაროს, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა უკვე მეორე დღეა საქართველოში იმყოფება. დენისოვამ იუსტიციის სამინისტროსგან საქართველოს ექს-პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში მონახულებასთან დაკავშირებით უარი მიიღო. სააკაშვილი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან უკრაინის სახალხო დამცველის სააკაშვილთან შეშვებაზე უარის მიზეზი განმარტა და აღნიშნა, რომ საჭიროა სხვა ქვეყნების წარმომადგენლებმა პატივი სცენ საქართველოს სახელწიფოს და ქვეყნის კანონმდებლობას.

„საქართველო ყველასთვის ფეხების შესაწმენდი ქვეყანა არ არის, ეს იქნება უკრაინის დეპუტატი თუ სახალხო დამცველი. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს პატივი სცეს. ჩვენი ქვეყნის შიდა მდგომარეობა პოლიტიკური მიზნებისთვის არავის ადვილად არ უნდა გამოვაყენებინოთ. ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ამ სახელმწიფოსთან ითანამშრომლოს, ისაუბროს ისე, როგორც ეს სუვერენულ სახელმწიფოსთან არის მიღებული“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განმარტა, თუ რატომ არ მიეცა ამ დრომდე უკრაინის სახალხო დამცველს მე-18 დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილთან შესვლის უფლება.
„საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა (ციხის საავადმყოფოში), არ არის ამის აუცილებლობა და ჩვენ ამის ვალდებულება არ გვაქვს. პატიმარი როცა იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ, მაქსიმალურად შევეცადოთ დავიცვათ მისი ჯანმრთელობა... სწორედ ამ მოტივებით არ მოხდა ჯერჯერობით სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვება“, – განაცხადა ბრეგაძემ.
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
მინისტრი: ჩვენ არ ვართ ვალდებული უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილთან შევუშვათ
მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ შეხვდა ამ დრომდე ლუდმილა დენისოვას.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, უკრაინის ომბუდსმენს იუსტიციის სამინისტროს პოზიციაც მოესმინა, ვიდრე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ცალმხრივ განცხადებას გააკეთებდა.
„მინდოდა იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა, თუმცა მან ჩემ თხოვნაზე, სამწუხაროდ, უარი განაცხადა. დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 47-ე დღეა და, შესაბამისად, მაინტერესებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ვფიქრობ, იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრები სააკაშვილის უფლებებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევაა. ამის შესახებ ჩვენ ინფორმაციას შევაგროვებთ და სტრასბურგს მივაწვდით“, – განაცხადა დენისოვამ, რომელიც მე-18 სამკურნალო დაწესებულებასთან დილიდან იმყოფება.
უკრაინის ომბუდსმენი მოითხოვს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
ყველა ახალი ამბავი
0