მინისტრი: ჩვენ არ ვართ ვალდებული უკრაინის ომბუდსმენი სააკაშვილთან შევუშვათ

© Ministry of Justice of Georgiaრატი ბრეგაძე
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში მეორედ ჩამოვიდა, იგი ციხის საავადმყოფოში ექს-პრეზიდენტის მონახულების ნებართვას ამ დრომდე ელოდება.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განმარტა, თუ რატომ არ შეუშვეს ამ დრომდე უკრაინის ომბუდსმენი ლუდმილა დენისოვა ციხის საავადმყოფოში მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად.
სააკაშვილმა შიმშილობა 1 ოქტომბერს, დაკავების დღეს გამოაცხადა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.

„საქართველოს კანონმდებლობით არ არის გათვალისწინებული უკრაინის სახალხო დამცველის შესვლა (ციხის საავადმყოფოში), არ არის ამის აუცილებლობა და ჩვენ ამის ვალდებულება არ გვაქვს. პატიმარი როცა იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში, ვალდებული ვართ მაქსიმალურად შევეცადოთ დავიცვათ მისი ჯანმრთელობა... სწორედ ამ მოტივებით არ მოხდა ჯერჯერობით სახალხო დამცველის დაწესებულებაში შეშვება“, – განაცხადა ბრეგაძემ ბრიფინგზე.

მინისტრმა ასევე განმარტა, თუ რატომ არ შეხვდა ამ დრომდე ლუდმილა დენისოვას.
მისი თქმით, კარგი იქნებოდა, უკრაინის ომბუდსმენს იუსტიციის სამინისტროს პოზიციაც მოესმინა, ვიდრე რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ ცალმხრივ განცხადებას გააკეთებდა.
ექს-პრეზიდენტი რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
უკრაინის ომბუდსმენმა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანას წამება უწოდა
„კარგი იქნებოდა, ჩვენ მაშინ შევხვედროდით და მას მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებული ყოფილიყო ორივე მხარის პოზიცია“, – განაცხადა ბრეგაძემ.
უკრაინის ომბუდსმენი მოითხოვს, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ. ექს-პრეზიდენტის ადვოკატებთან შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ციხის საავადმყოფო ვერ უზრუნველყოფს სააკაშვილისთვის აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გაწევას. გარდა ამისა, მისი თქმით, სააკაშვილი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
„გრძელდება სააკაშვილზე ფსიქოლოგიური და მორალური ზეწოლა“, – განაცხადა დენისოვამ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, სხვა პატიმრები სააკაშვილს საშუალებას არ აძლევენ, რომ ღამით შუქი ჩააქროს. იგი ასევე იძულებულია ტელევიზორს ხმა ბოლომდე აუწიოს, რათა არ მოისმინოს მათი შეურაცხმყოფელი შეძახილები.
ყველა ახალი ამბავი
0