Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

პრინცმა ჰარიმ ექსტრასენსისგან შეიტყო, როგორ გარდაიცვალა პრინცესა დიანა

© AFP 2024 / ED JONESპრინცი ჰარი და მეგან მარკლი
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
პრინცმა ჰარიმ მიმართა ექსტრასენს სალი მორგანს, რათა გაერკვია, თუ როგორ გარდაიცვალა მისი დედა, პრინცესა დიანა. Mirror-ის ცნობით, ამის შესახებ ნათქვამია თავად მორგანის წიგნში „საიდუმლო სული“.
მეგან მარკლი - Sputnik საქართველო, 1920, 15.04.2022
ყვითელი ამბები
ექსტრასენსი, რომელმაც ფილიპის გარდაცვალება იწინასწარმეტყველა, მეგან მარკლზე საუბრობს
თავის წიგნში სალი მორგანმა, პრინცესა დიანას ყოფილმა პირადმა ექსტრასენსმა თქვა, რომ პრინცმა ჰარიმ დახმარებისთვის მას მიმართა. მედიის ცნობით, იგი შეხვდა პრინცს, როდესაც ის მხოლოდ შვიდი წლის იყო. მრავალი წლის შემდეგ კი შეშფოთებული ჰარი მიუახლოვდა მას წვეულებაზე სიტყვებით „შენ იცნობდი დედაჩემს“.
სალი მორგანი წერს, რომ პრინცთან საუბარი წვეულებაზე შეხვედრიდან მხოლოდ რვა წლის შემდეგ შედგა და დაახლოებით 45 წუთი გაგრძელდა. ჰარიმ დაურეკა ექსტრასენსს და ჰკითხა: „რას ფიქრობთ, როგორ გარდაიცვალა დედაჩემი?“ მორგანის თქმით, ამ გზით ჰარის სურდა გამკლავებოდა ფსიქოლოგიურ ტრავმას.
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ყვითელი ამბები
გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებიკის პრინცესა დიანასგან ვერ გაარჩევთ
მედიუმმა უთხრა, რომ მან იწინასწარმეტყველა პრინცესა დიანას ტრაგიკული სიკვდილი 1997 წლის ავტოკატასტროფამდე დიდი ხნით ადრე. მისი სიტყვების გასამყარებლად ქალმა პრინცს ურჩია, გასაუბრებოდა დედის უფროს დას, ლედი სარა მაკკორკოდეილს, რომელთანაც მან შეძლო წინასწარმეტყველების გაზიარება.
სატელეფონო საუბრის დროს მან თავად პრინცისთვის წინასწარმეტყველებაც გააკეთა: მორგანმა თქვა, რომ ჰარი დაქორწინდებოდა შავგვრემან ქალზე, რომელთანაც მას „ბნელი დრო“ ელოდა, მაგრამ, მიუხედავად სირთულეებისა, წყვილი ყველაფერს გადაურჩებოდა და სიბერეს ერთად შეხვდებოდა.
ყველა ახალი ამბავი
0