Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

გასაოცარი მსგავსება – ელიზაბეტ დებიკის პრინცესა დიანასგან ვერ გაარჩევთ

CC BY 2.0 / Paisley Scotland / Princess Diana at Accord Hospiceპრინცესა დაიანა
პრინცესა დაიანა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
დიდ ბრიტანეთში სერიალი „გვირგვინის“ საფინალო სეზონის გადაღებები გრძელდება. პრინცესა დიანას როლს ამ სეზონში 31 წლის ავსტრალიელი მსახიობი ელიზაბეტ დებიკი ასრულებს. მსახიობისა და ლედი დის გასაოცარ მსგავსებაზე მედია გამუდმებით წერს.
დებიკის ახალ გამოჩენას კი ინტერნეტში უდიდესი გამოხმაურება მოჰყვა. საუბარია პრინცესა დიანას შავ კაბაზე, რომელიც მას 1994 წელს Vanity Fair-ის წვეულებაზე ეცვა. ეს იყო პრინცესა დიანას პირველი გამოჩენა პრინც ჩარლზთან განქორწინების შემდეგ და ის ამ დღეს „კრისტინა სტამბოლიანის“ ულამაზეს შავ კაბაში გამოჩნდა, რომელსაც მედიაში „შურისძიების კაბა“ უწოდეს.
კაბა უჩვეულოდ სექსუალური იყო, რაც პრინცესა დიანას გარდერობისთვის მკვეთრად შეუსაბამოდ მიიჩნიეს. წერდნენ, რომ ეს კაბა დიანამ სამეფო ოჯახზე შურისძიების მიზნით შეარჩია. ამჯერად სერიალში სწორედ აღნიშნულ მონაკვეთს იღებენ და ელიზაბეტ დებიკიმ ლედი დის საკულტო სცენა განასახიერა. მსგავსება მართლაც გასაოცარია.
ყველა ახალი ამბავი
0