https://sputnik-georgia.com/20211116/namaxvanhesis-investorebtan-molaparakebebi-grzeldeba-262125585.html
„ნამახვანჰესის“ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება
„ნამახვანჰესის“ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება
Sputnik საქართველო
ამ ეტაპზე განიხილება როგორც მათ მიერ პროექტის გაგრძელების, ასევე პროექტიდან გასვლის საკითხები, განაცხადა მინისტრმა. 16.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-16T19:30+0400
2021-11-16T19:30+0400
2021-11-16T23:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ენერგეტიკა
ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586719_305:370:2769:1756_1920x0_80_0_0_37ba37d28f89559744d8b38a186f0c9e.jpg
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად თურქ ინვესტორ ENKA-სთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მასმედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში უნდა აშენდეს 333 და 100 მეგავატი სიმძლავრის ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური.მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ეკონომიკისა და ქვეყნის სასარგებლოდ. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში წელიწადზე მეტია გრძელდება. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.
https://sputnik-georgia.com/20211018/turnava-enkastan-dava-saarbitrajomde-ar-mivides-260656272.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251586719_340:328:2628:2044_1920x0_80_0_0_bc723cadfda673cff5d3db0a7683b7df.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ენერგეტიკა, ვნებათაღელვა „ნამახვანჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით
„ნამახვანჰესის“ ინვესტორებთან მოლაპარაკებები გრძელდება
19:30 16.11.2021 (განახლებულია: 23:02 16.11.2021) ამ ეტაპზე განიხილება როგორც მათ მიერ პროექტის გაგრძელების, ასევე პროექტიდან გასვლის საკითხები, განაცხადა მინისტრმა.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დავის გადასაწყვეტად თურქ ინვესტორ ENKA-სთან მოლაპარაკებები გაგრძელდება, განაცხადა ბრიფინგზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.
კომპანია ENKA-მ 20 სექტემბერს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს აცნობა, რომ ერთი თვის შემდეგ „ნამახვანჰესის“ კაშხლის მშენებლობის შესახებ კონტრაქტის გაწყვეტას გეგმავს. მასმედიაში ამის შესახებ ინფორმაცია 22 სექტემბერს გავრცელდა. რიონის ხეობაში „ნამახვანჰესის“ კასკადის პროექტის განხორციელების შემთხვევაში საქართველოში უნდა აშენდეს 333 და 100 მეგავატი სიმძლავრის ორი ახალი ჰიდროელექტროსადგური.
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით სამუშაო ჯგუფებს შორის ორი შეხვედრა შედგა. ეს პროცესი გაგრძელდება. უახლოეს პერიოდში კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენი ამოცანაა, ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება შედგეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ, რომ შემხვედრი სურვილიც სახეზეა“, – განაცხადა თურნავამ.
მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება მათ მიერ, ასევე მათ მიერ პროექტიდან გასვლა გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული ეკონომიკისა და ქვეყნის სასარგებლოდ. აღნიშნულ საკითხზე ეკონომიკის სამინისტრო იუსტიციის სამინისტროსთან ერთად მუშაობს.
საქართველოს მთავრობამ 2019 წელს „ნამახვანჰესის“ კასკადის მშენებლობის, ფლობისა და ექსპლუატაციის უფლება ნორვეგიულ კომპანია Clean Energy Group-ს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, მშენებელ კომპანიად თურქული ENKA მოიწვია. პროექტი დასრულების შემდეგ საქართველოში ელექტროენერგიის წლიური წარმოების 15%-ით გაზრდას ითვალისწინებდა. კასკადის მშენებლობაში 830 მილიონი დოლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმებოდა. თუმცა, მრავალი წინააღმდეგობისა და ფორსმაჟორული სიტუაციების გამო ENKA-მ ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტა.
საზოგადოებრივი პროტესტი „ნამახვანჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ იმერეთის რეგიონში წელიწადზე მეტია გრძელდება. ჰესის მოწინააღმდეგეები კომპანია ENKA-სთან კონტრაქტის გაწყვეტას მოითხოვენ და აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონის ეკოლოგიას გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.