აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან: „ლელო“ მინისტრის გადადგომას მოითხოვს

© photo: Sputnik / Stringerაქცია პარლამენტთან
აქცია პარლამენტთან - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
აქციის მონაწილეები მიიჩნევენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას ვერ უმკლავდება.
თბილისი, 16 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან მოაწყო პიკეტი ლოზუნგით „გენოციდს გვიწყობენ“, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
ათობით ადამიანს შენობასთან ხელში უჭირავს პლაკატები „თქვენ კლავთ დღეში 80 ადამიანს“, „თქვენ კლავთ მიშას“.
როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ვატო სურგულაძემ განაცხადა, აქციის მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის გადადგომაა. მისი თქმით, ორი წლის განმავლობაში კორონავირუსისგან უფრო მეტი გარდაიცვალა, ვიდრე ომების დროს. „თქვენ არ გაქვთ არც პასუხისმგებლობა, არც პროფესიონალიზმი და დროა წახვიდეთ“, – განაცხადა სურგულაძემ მინისტრის მისამართით.
პარტიის სხვა ლიდერმა ფიქრია ჩიხრაძემ აღნიშნა, რომ სამინისტრო ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ვერ უმკლავდება.
რატი ბრეგაძე - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
ბრეგაძე: სააკაშვილთან დაკავშირებით ექიმები ყოველდღიურად გააკეთებენ განმარტებებს
მისი თქმით, ქვეყანაში ყოვედღე 80 ადამიანი კვდება, ამ ფონზე კი სამინისტრომ ვერ უზრუნველყო მოსახლეობის ვაქცინაცია და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა.
ბოლო დღე-ღამეში საქართველოში 83 ადამიანი გარდაიცვალა. სულ კორონავირუსს ქვეყანაში 11.140 ადამიანი ემსხვერპლა.
აქციის მონაწილეების კიდევ ერთი მოთხოვნაა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.
„ლელო“ ჯანდაცვის სამინისტროსთან პერმანენტული აქციების გამართვას აპირებს.
სააკაშვილს დაუსწრებლად ექვსწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი ორ სისხლის სამართლის საქმეზე. მან დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს შიმშილობა გამოაცხადა. ის თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და ბრალდებებს გაყალბებულს უწოდებს. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკის გამო ის 8 ნოემბერს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ყველა ახალი ამბავი
0