დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 16 ნოემბერი

© Sputnik / STRINGERშემოდგომა
შემოდგომა - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 16 ნოემბერია, სამშაბათი. მზარდი მთვარე ვერძის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მარსი მფარველობს.
გუშინდელისგან განსხვავებით დღეს არა პირადი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესები ჭარბობს. ჩნდება პასუხისმგებლობის გრძნობა იმაზე, რაც ირგვლივ ხდება. ეს ცუდი არ არის, მაგრამ ვარსკვლავები გვაფრთხილებენ, რომ ძალიან აქტიურად არ ჩავერიოთ სხვის საქმეებშო. რჩევის მიცემა კარგია, მაგრამ საკუთარი აზრების მომაბეზრებლად თავს მოხვევა – სხვა.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 15 ნოემბერი>>
ვერძი: დღეს ყველაფერში ლოგიკის დანახვა გსურთ, მაგრამ სამწუხაროდ, გარშემომყოფები ასეთ განწყობას ნაკლებად გაიზიარებენ. არაფერია სანერვიულო – მშვიდად გააკეთეთ თქვენი საქმე. დღეს წარმატებული იქნებით საქმეებში, რომლებიც თანმიმდევრულობასა და ლოგიკას მოითხოვს. სასიყვარულო ფრონტზე შესაძლებელი იქნება, რომ პარტნიორის მოსაზრება თქვენთან მიმართებით უკეთესობისკენ შეცვალოთ.
შეყვარებულები - Sputnik საქართველო, 1920, 23.01.2020
ზოდიაქოს ერთნაირი ნიშნების სასიყვარულო შეთავსებადობა
კურო: რაც არ უნდა ხდებოდეს ირგვლივ, გირჩევნიათ თქვენსა და ირგვლივ არსებულ სინამდვილეს შორის კედელი აღმართოთ. სამყარო თუნდაც შეიშალოს – თქვენ მაინც თქვენი საქმეების კეთებას გააგრძელებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობებში გახსოვდეთ, რომ პრობლემის გაცნობიერება მისი გადაწყვეტის ნახევარია. დაელაპარაკეთ მას, განიხილეთ პრობლემა, რომელიც გაწუხებთ. ამის შემდეგ თავს უფრო მშვიდად იგრძნობთ.
ტყუპი: დღეს გექნებათ შოუს ორგანიზების შანსი. სხვა საკითხია, რა სანახაობა იქნება ეს – ლამაზი წარმოდგენა უამრავი მნახველით თუ ბანალური ოჯახური სცენა ჭურჭლის მტვრევითა და ხმამაღლა ლაპარაკით, ჩხუბით. ნებისმიერ შემთხვევაში თქვენი არტისტული უნარები სათანადო სიმაღლეზე იქნება გამოყენებული. სამუშაოზე საქმე ძალიან კარგად წავა, თუ მუშაობის მკაფიო რიტმს აჰყვებით და სხვა საკითხებზე არ გადაერთვებით.
კირჩხიბი: დღის წესრიგში ორგანიზაციასთან და დისციპლინასთან დაკავშირებული საკითხები დადგება. ის, რაც დადგენილ ნორმებში და წესებში არ ეწერება, თქვენში უსიამოვნებას გამოიწვევს. რცადეთ, ეს გაღიზიანებაში არ გადაიზარდოს. თუ არ გინდათ, მორალისტის იარლიყი მიიწებოთ, არ ეცადოთ დღეს გარშემომყოფებისთვის ზნეობაზე ლექციების წაკითხვას. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ დღეს საკმაოდ პერსპექტიული (სასიყვარულო თვალსაზრისით) ნაცნობობა გელოდებათ...
პანორამა - Sputnik საქართველო, 1920, 08.01.2020
ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება
ლომი: კარგი იქნება, თუ დღეს მეგობრულ შეხვედრას მოაწყობთ. არა აქვს მნიშვნელობა, რას გააკეთებთ – სადმე წახვალთ, თუ სასაუბროდ შეიკრიბებით, მთავარია, რომ თემა იყოს საინტერესო. ასეთ შემთხვევაში მეგობრული ატმოსფერო და პოზიტიური ემოციები გარანტირებული გაქვთ, რაც ასე გჭირდებათ. სამსახურში თუ მოლაპარაკებები გაქვთ დაგეგმილი, იცოდეთ, რომ ის ძალიან კარგად ჩაივლის.
ქალწული: დღეს კატეგორიულად უკუნაჩვენებია ნებისმიერი ურთიერთობა ხელმძღვანელობასთან. თუ უფროსობამ მაინც გამოგიძახათ „წითელ ხალიჩაზე“, ყველანაირად ეცადეთ, რომ ეს თავიდან აირიდოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ურთიერთობა, დიდი ალბათობით, ძალიან ცუდად დამთავრდება. ახლობლების მიმართ მეტი ყურადღება გამოიჩინეთ – შესაძლოა, ვინმეს თქვენი მხარში ამოდგომა სჭირდება.
სასწორი: დღეს ორი მთავარი კითხვა იტრიალებს თქვენს გონებაში „ვინაა დამნაშავე?“ და „რა გავაკეთო?“ მეორე კითხვაზე პასუხის გაცემა, შეიძლება, ძალიან რთული იყოს, პირველზე კი არანაირი სირთულე მოსალოდნელი არაა – დამნაშავის მოძებნა ყველაზე ადვილია. ფიქრები სამართლიანობაზე და იმაზე, თუ ვინ როგორ უნდა მოიქცეს, თქვენს გონებას მთლიანად დაიპყრობს. დაფიქრდით, იქნებ სჯობს, საკუთარ საქმეებსა და გეგმებს მიხედოთ?
მზის ჩასვლა მთების ფონზე  - Sputnik საქართველო, 1920, 10.07.2019
ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით
მორიელი: შესაძლოა, მთელი დღე სხვისი პრობლემების გადაჭრას მოანდომოთ. ამის გამო თქვენი გეგმები და საქმეები უკანა პლანზე გადაიწევს. ამას ერთი დადებითი მომენტი აქვს – ამის წყალობით შეიძლება ახალი მეგობრები და მოკავშირეები შეიძინოთ, რაც ნამდვილად არაა ცუდი. ხართ ემოციური და ეს სწორედ ახლობლების პრობლემების გადაწყვეტაში დახმარებაში ვლინდება. ეცადეთ, დახმარება მითითებების გაცემაში და ბრძანებებში არ გადაიზარდოს.
მშვილდოსანი: დღეს შეიძლება თქვენი ორგანიზატორული უნარებით ყველა (და საკუთარი თავიც) გააკვირვოთ. თქვენს სიტყვას უსმენენ, ითვალისწინებენ, სხვების დარწმუნება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე შეგიძლიათ. სხვების დარწმუნების უნარს, რომელიც უზადო ლოგიკითაა გამყარებული, პოზიტიური განწყობა განამტკიცებს. ასეთი „არსენალის“ წინაშე გარშემომყოფები ფარხმალს დაყრიან.
თხის რქა: დღეს თქვენი დევიზია „ყველაზე მნიშვნელოვანია წესრიგი სახლში“. ეს შენობის დასუფთავებას არ ეხება მხოლოდ, არამედ პირადი საქმეების მოწესრიგებასაც. შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ განამტკიცოთ უირთიერთობები ახლობლებთან, მოაგვაროთ უთანხმოებები, რომლებიც, შესაძლოა, ბოლო პერიოდში დაგიგროვდათ. დაელაპარაკეთ ოჯახის წევრებს და საკითხები ერთად გადაწყვიტეთ. და რა თქმა უნდა, სახლის კეთილმოწყობაც არ გაწყენთ.
მამაკაცი ბავშვს ეთამაშება - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2019
საუკეთესო მეოჯახე მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მერწყული: თქვენი წარმატების გარანტი დღეს თანამიმდევრულობაა. თქვენი გონება მკაფიოდ და სწრაფად იმუშავებს, საქმეები შესანიშნავად აეწყობა. გარშემომყოფები შეიძლება გააკვირვოთ თქვენი გონივრული მსჯელობებით. ეს საქმეებში დიდ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ რაც შეეხება სასიყვარულო სფეროს, აქ ლოგიკა და გრძნობები ერთმანეთთან მაინცდამაინც ვერ თავსდება, ამიტომ ეცადეთ, საყვარელ ადამიანს მოწყენილობისგან მთქნარება არ აუტყდეს.
თევზები: საჭირო გახდება ფინანსურ საკითხებში გარკვევა. სჯობს, ეს სამომავლოდ არ გადადოთ, რადგან დღეს ამისთვის ძალზე ხელსაყრელი დროა. კარგი იქნება, თუ უახლოესი მომავლის ძირითად გეგმებს დაწერთ და განსაკუთრებულ ყურადღებას შემოსავალ–გასავლების გრაფებს დაუთმობთ. სასიყვარულო სფეროში პარტნიორთან გულახდილი იყავით, დაელაპარაკეთ მას იმაზე, რაც გაწუხებთ და არ შეგეშინდეთ, რომ ის ვერ გაგიგებთ.
ყველა ახალი ამბავი
0