„დავიღალე ამ ცირკით“ – კობა დავითაშვილის ვაჟი ნათლია სააკაშვილზე წერს

© Facebook / Tornike Davitashviliთორნიკე დავითაშვილი
თორნიკე დავითაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.11.2021
გამოწერა
თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დარწმუნებული ვარ, ნათლიათქვენს და მის სისტემას მამათქვენის მოკვლის 3 თუ 4 მოკვლის მცდელობა არ ჰქონია, წერს „ფეისბუქის“ პირად გვერდზე პოლიტიკოს კობა დავითაშვილის ვაჟი.
თორნიკე დავითაშვილი, რომელიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ნათლულია, მის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში განცხადებით ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ძალიან დაიღალა იმ პროცესებით, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, განსაკუთრებით კი იმ დროს, როდესაც ქვეყნის მთავარი პრობლემები უკანა პლანზეა გადაწეული და ყველა იმაზე მსჯელობს, რით იკვებება მიხეილ სააკაშვილი და რას ითხოვს ის.
ტესტირება - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
დაუდასტურდა თუ არა სააკაშვილს კორონავირუსი - PCR ტესტის პასუხი ცნობილი გახდა
პოლიტიკოსის ვაჟი აცხადებს, რომ ვერ გაუგია რატომ ითხოვს სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას, თუ ამის საჭიროება არ დგას, და ციხე ის ადგილია, სადაც, წესით, პირადი სურვილები შეზღუდული უნდა იყოს.
თორნიკე დავითაშვილი აცხადებს, რომ დაიღალა ამ ცირკში ცხოვრებით და, მისი აზრით, კარგი გამოსავალი იქნებოდა მოეწვიათ უცხოელი კვალიფიციური მოსამართლეები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილს გაასამართლებდნენ და დაადგენდნენ არის დამნაშავე თუ არა, საზოგადოება კი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდებოდა.
ზუგდიდი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ზუგდიდის საკრებულოს ოთხმა დეპუტატმა სააკაშვილის მხარდასაჭერად შიმშილობა გამოაცხადა

„მე პირადად ყველაზე ირონიულად ვგრძნობ თავს ამ სიტუაციაში. მაინც, შურისძიებას კარგი არასდროს და არავისთვის მოუტანია, და მოდი გადავაგოროთ რა ეს უბედური თავი საქართველოს ისტორიაში. სჯობს ქვეყნის აღმშენებლობით და გაძლიერებით დავკავდეთ, ვიდრე ჭორაობით“, – წერს თორნიკე დავითაშვილი.

სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 1 ოქტომბერს გამოაცხადა, რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. მისი მხარდამჭერები ყოველდღე აქციებს მართავენ მოთხოვნით, რომ სააკაშვილი სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანონ.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად დაბრუნდა, თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს, ხოლო მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულს.
ყველა ახალი ამბავი
0