https://sputnik-georgia.com/20211115/zalkaliani-vizitit-briuselsi-gamegzavra-262064847.html
დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
Sputnik საქართველო
მინისტერიალზე განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებას, რომელიც ერთი თვის შემდეგ გაიმართება. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T10:02+0400
2021-11-15T10:02+0400
2021-11-15T14:41+0400
პოლიტიკა
საქართველო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბრიუსელი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_0:0:1301:731_1920x0_80_0_0_6d851666435029de0901247819e67c52.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტიორობის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წესდების თანახმად, პროგრამა მიმართულია ევროკავშირის ექვს ქვეყანასთან ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.უწყების ინფორმაციით, მინისტერიალი ორშაბათს გაიმართება. როგორც წესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტის მთავარ თემებს განიხილავენ.ზალკალიანი კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში.ბელარუსი აჩერებს „აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ მონაწილეობას>>მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ბელარუსმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და შეუდგა ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების „გაყინვის“ პროცედურას.
საქართველო
ბრიუსელი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/07/252241930_21:0:1172:863_1920x0_80_0_0_60dbac298932339c005982c4762640b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა, საქართველო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ბრიუსელი , პოლიტიკა საქართველოში
დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა
10:02 15.11.2021 (განახლებულია: 14:41 15.11.2021) მინისტერიალზე განიხილავენ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტისთვის მზადებას, რომელიც ერთი თვის შემდეგ გაიმართება.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „აღმოსავლეთ პარტიორობის“ ქვეყნების საგარეო უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად ბრიუსელში გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებაში.
ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პროგრამის წესდების თანახმად, პროგრამა მიმართულია ევროკავშირის ექვს ქვეყანასთან ეკონომიკური ინტეგრაციისკენ. ეს ქვეყნებია აზერბაიჯანი, სომხეთი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო და უკრაინა.
უწყების ინფორმაციით, მინისტერიალი ორშაბათს გაიმართება. როგორც წესი, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე ერთი თვით ადრე საგარეო საქმეთა მინისტრები სამიტის მთავარ თემებს განიხილავენ.
„დავით ზალკალიანი კოლეგებს გაუზიარებს ქართული მხარის მოლოდინებსა და პრიორიტეტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა: სამიტის დეკლარაცია; აღმოსავლეთ პარტნიორობის ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმა; ევროკავშირის საფლაგმანო ინიციატივები, მათ შორის, ევროკავშირთან საქართველოს კავშირების გაძლიერება ენერგეტიკის, ტრანსპორტისა და ციფრული მიმართულებებით და ამ მხრივ შავი ზღვის პოტენციალის ათვისება; მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესება“, – ნათქვამია განცხადებაში.
ზალკალიანი კოლეგებთან ერთად იმსჯელებს ევროკავშირის როლისა და ჩართულობის გაძლიერებაზე „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რეგიონში.
მიმდინარე წლის ივნისში, ევროკავშირის სანქციების საპასუხოდ, ბელარუსმა შეაჩერა თავისი მონაწილეობა ევროკავშირის ინიციატივაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა“ და შეუდგა ევროკავშირთან რეადმისიის შესახებ შეთანხმების „გაყინვის“ პროცედურას.