ენერგეტიკოსი, რომელიც ორიგინალური ფორმის თემატურ სანათებს ამზადებს

© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძე
ვახტანგ ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
სანათები ბინაში მყუდრო გარემოს ქმნის, მაგრამ თუ ამის გარდა ისინი ხელოვნების რანგშია აყვანილი და ორიგინალური ფორმით გამოირჩევა, მაშინ ფუნქციონალურის გარდა ესთეტიკური დატვირთვაც აქვს.
ვახტანგ ძაგნიძე პროფესიით ენერგეტიკოსია და ერთ-ერთ ენერგეტიკულ კომპანიაში მუშაობს. ბოლო დროს მის ცხოვრებაში გაჩნდა ახალი, საინტერესო გატაცება, რომელიც, შეიძლება ითქვას, მისი პროფესიისგან არც ისე შორსაა. მან სხვადასხვა ფორმის სანათების დამზადება დაიწყო და მისმა ნახელავმა უკვე დაიმსახურა მოწონება. თუ როგორ გაუჩნდა მსგავსი იდეა, რისგან ამზადებს მათ და სამომავლოდ რას აპირებს, ამას მასალიდან შეიტყობთ.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძე
ვახტანგ ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძე
- ბატონო ვახტანგ, პროფესიით ენერგეტიკოსი ხართ, თავის დროზე ალბათ ტექნიკური საგნები გიზიდავდათ...
- დიახ, სკოლის პერიოდში საგნებიდან ყველაზე მეტად ფიზიკა მიზიდავდა და მისი სწავლა მიადვილდებოდა. ჩემს ოჯახში და გარემოცვაში არავინ ყოფილა ენერგეტიკის სფეროში, თუმცა მე მის მიმართ ინტერესი სულ მქონდა. ამიტომ სკოლის დამთავრების მერე შესაბამის ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე. ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის წარმატებით დასრულების შემდგომ, 2007 წლიდან დღემდე ენერგეტიკულ კომპანია „საქრუსენერგოში“ ვმუშაობ. დღეს კოლეგებთან ერთად ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ელექტროგადამცემი ხაზების მუშაობას ვადევნებ თვალყურს.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძე
ვახტანგ ძაგნიძე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძე
- რატომ გადაწყვიტეთ დეკორატიული და ორიგინალური სანათების კეთება, რაიმე კონკრეტული ფაქტი ხომ არ გახდა ამის ინსპირაცია?
- ზოგადად ბავშვობიდან ვხატავ და ვხაზავ. ხაზვა მამაჩემისგან ვისწავლე. ჩემი უფროსი ძმა დღეს საკმაოდ წარმატებული მხატვარი და არქიტექტორია. მოკლედ, ჩვენი ოჯახი ძალიან ახლოსაა ხელოვნებასთან. სანათების შექმნის იდეა ჩვენს სოფელში ყოფნის დროს გამიჩნდა. ესაა ვანის რაიონის სოფელი დიხაშხო. ინსპირაცია გახდა ის ფაქტი, რომ ჩვენთან მრავლადაა ეკლის, აკაციის ხეები და მათ ყოველთვის ინტერესით ვაკვირდებოდი. ერთხელაც, დავფიქრდი, თუ რაში შეიძლებოდა ის გამომეყენებინა და სანათის გაკეთების იდეაც მაშინ დაიბადა.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- ანუ თქვენი სანათები თქვენსავე ეზოში არსებული ხეებისგანაა გაკეთებული?
- დიახ, ყველა ჩემი სანათისთვის, რომელიც ხისგანაა შექმნილი, ჩემი საკუთარი ეზოს ეკლის ხეებია გამოყენებული. მას ულამაზესი ფაქტურა და მერქანი აქვს.
- პირველი სანათი რომელი იყო?
- ჩემი პირველი სანათი სოფელში ყოფნის დროს, ერთი წლის წინ შევქმენი, სწორედ ეკლის (აკაციის) ხისგან. იგი იმდენად მოეწონა ყველას, რომ გადავწყვიტე მომავალშიც მეცადა ბედი და პირველისგან განსხვავებული დიზაინის სანათები გამეკეთებინა.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- თქვენი ყველაზე ორიგინალური, ფავორიტი სანათი რომელია?
- საერთოდ იოლ გზებს არასოდეს ვეძებ, მით უფრო, როცა საქმე ხელოვნებას ეხება. ჩემი ფავორიტი სანათი ძალიან უჩვეულოდაა დამზადებული. სახლის რემონტის დროს გამწოვის მილისთვის კედელი გავხვრიტეთ, რის შედეგადაც დაგვრჩა რკინა-ბეტონის ამონაჭერი, რომელსაც ხელოსანი გადაგდებას უპირებდა. როცა კარგად დავაკვირდი, სპონტანურად გამიჩნდა იდეა, რომ ეს ნაწილი სანათში გამომეყენებინა. მართლაც ორიგინალური გამოვიდა და მიხარია, რომ ჩემი ეს ნამუშევარი დღემდე ყველაზე დიდ მოწონებას იმსახურებს.
- ოჯახში როგორ შეხვდნენ თქვენს გატაცებას?
- მე მყავს მეუღლე და სამი შვილი. ოჯახში ჩემი გატაცება თავიდან ეუცნაურათ. საერთოდ, თავიდან არც ვამბობ რის გაკეთებას ვაპირებ. ბოლოს, როცა შედეგს ხედავენ, ძალიან მოსწონთ. ახარებთ ის ფაქტიც, რომ რასაც ვაკეთებ, ხალხი დადებითად აფასებს.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- თემატურ სანათებსაც ამზადებთ?
- მოგვიანებით დამებადა იდეა, რომ დამემზადებინა თემატური სანათები, რომლებსაც მომხმარებლის ცალკე სეგმენტი ეყოლებოდა. ასე შეიქმნა ლეგოების სანათი, რომელიც დღეს ჩემი შვილების სამეცადინო მაგიდაზეა. გულწრფელად გითხრათ, ნამდვილად არ მეგონა, ჩემი უბრალო ჰობი და გატაცება ასეთ მოწონებას თუ დაიმსახურებდა.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის ნახატი
ვახტანგ ძაგნიძის ნახატი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის ნახატი
- ვიცი, რომ 13 ივნისის თბილისის ტრაგედიის დროს სალიკვიდიაციო სამუშაოებში გამოჩენილი განსაკუთრებული წვლილისთვის ოფიციალური მადლობა დაიმსახურეთ...
- დიახ, 13 ივნისის ტრაგედიის დროს დილიდან თითქმის ორი თვის მანძილზე სვანიძის ქუჩაზე ვიყავი, თავდაპირველად როგორც მოხალისე. თუმცა შემდეგ გაწმენდით სამუშაოებში ჩემი სამსახურიც ჩაერთო. მახსოვს, ხალხმა, რიგითმა თბილისელებმა როგორი სოლიდარობა გამოიჩინეს, უამრავი მოხალისე იყო. ჩვენ როგორც ტექნიკური ჯგუფი, ბოლოს გამოვედით. ფაქტობრივად იქ მანამდე დავრჩით, სანამ ტერიტორია ბოლომდე არ გაიწმინდა. ზოგადად ჩვენი კომპანია მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევა. ასევე უდიდესი სამუშაო გავწიეთ ბორჯომის ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოების დროსაც. ჩვენს ყოველდღიურ ურთულეს სამუშაოზე აღარაფერს ვამბობ...
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- ამჟამად თუ გაქვთ რაიმე „მიმალული“ ოცნება, რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ აპირებთ?
- სამომავლოდ ვაპირებ ჩემი ამჟამინდელი ჰობის განვითარებას და მისი მცირე ბიზნესად ქცევას. მინდა გავაკეთო სანათები სხვადასხვა სეგმენტების მიხედვით: საბავშვო, ხის, დეკორატიული ყვავილებით, მეტალის და ა.შ. ასევე ვაპირებ შევქმნა ელექტროგადამცემი ანძის ფორმის მქონე სანათი, რაც უშუალო კავშირია ჩემს პროფესიასთან.
© courtesy of Vakhtang Dzagnidzeვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
ვახტანგ ძაგნიძის მიერ შექმნილი სანათი
- სანათების დამზადების გარდა, ხატავთ კიდეც...
- დიახ, თავისუფალ დროს, რომელიც თითქმის არ მაქვს, სულ ვხატავ. ჩემი რამდენიმე ნახატი აკრილითაა შესრულებული. ისინი ძირითადად აბსტრაქციებია და ჩემს გარემოცვაში ყველას მოსწონს. ასევე ვხატავ ფანქარშიც. ხატვა და ჩემი გატაცება დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ სახლში მოსულს განტვირთვაში მეხმარება და სასიამოვნო განზომილებაში გადავყავარ...
ყველა ახალი ამბავი
0