„ვენოკი" და ტუალეტის ქაღალდი – თბილისში სასამართლოს შენობასთან პერფორმანსი მოაწყვეს

© Sputnik / Vladimir Umikashviliაქცია საქალაქო სასამართლოსთან
აქცია საქალაქო სასამართლოსთან - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
თბილისის საქალაქო სასამართლო ე.წ. პიჯაკების საქმეს განიხილავს, რომელშიც ბრალდებული მიხეილ სააკაშვილია.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციის აქციის პარალელურად მიმდინარეობს.
სააკაშვილის რამდენიმე მომხრემ საქალაქო სასამართლოსთან რამდენიმე პიჯაკი, საწმენდი საშუალებები, შამპუნი, ტუალეტის ქაღალდი, კბილის პასტა და სამგლოვიარო გვირგვინი მიიტანა. მათი აზრით, ეს ნივთები მეტყველებს, რამდენად აბსურდულია სააკაშვილის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები.
აქციის მონაწილეებმა ასევე გამოხატეს პროტესტი, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა კვლავ უარი თქვა პატიმარ სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
სააკაშვილი სასამართლოს არ დაესწრება – პენიტენციური სამსახურის განცხადება
სასამართლო პროცესი „პიჯაკების საქმეზე“ ბრალდებულის გარეშე მიმდინარეობს. პენიტენციურმა სამსახურმა მის ეტაპირებაზე უარი განაცხადა – პროვოკაციების მოწყობის საშიშროების გამო.
დღევანდელი საქმე ეხება სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
ექს-პრეზიდენტს წარდგენილი აქვს ბრალდება დიდი ოდენობით ფულის გაფლანგვის მუხლით (სსკ-ის 182-ე მუხლი), ჩადენილი ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.
ყველა ახალი ამბავი
0