სააკაშვილი სასამართლოს არ დაესწრება – პენიტენციური სამსახურის განცხადება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
„პიჯაკების საქმე" უკვე მეორე საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლო მოსმენა განახლდება.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის წარმოდგენა სასამართლო სხდომის დარბაზში მისი უსაფრთხოების საკითხებიდან გამომდინარე გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი იმართება ე.წ. პიჯაკების საქმეზე, რომელშიც ბრალდებულია ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
საქმე ეხება სააკაშვილის მიერ მისი პრეზიდენტობის პერიოდში ფუფუნების საგნებზე არამიზნობრივ საბიუჯეტო ხარჯებს. საბიუჯეტო სახსრების ხარჯების გრძელ სიაშია ლონდონში შეძენილი 28,6 ათასი დოლარის ღირებულების პიჯაკი და ქაშმირის პალტო, ასევე სხვა ძვირადღირებული ტანსაცმელი.
შსს-ს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
შსს: გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს
როგორც პენიტენციური სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს სისხლის სამართლის საქმეს – „შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად, სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად“.
დაწყებული გამოძიების ფარგლებში სუსმა მოსალოდნელ პროვოკაციებთან დაკავშირებით გასულ კვირაში გააკეთა განცხადება, რომ სააკაშვილის მხარდამჭერები პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით გეგმავენ დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირებას რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.
„მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს“, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნული სცენარის მიხედვით მოვლენების განვითარებას შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც. გარდა ამისა, განცხადების თანახმად, ამ ეტაპზე სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი და სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.

„შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის დისტანციურ მონაწილეობას სასამართლო სხდომაში, ასევე შესაძლებელია სასამართლო სხდომის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გამართვა“, – აღნიშნულია განცხადებაში.

„პიჯაკების საქმე" უკვე მეორე საქმეა სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელზეც სასამართლო მოსმენა განახლდება. 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე გაიმართა 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე პროცესი. დაცვის მხარე ბრალდებულის დასწრებას მოითხოვდა, თუმცა ციხის ადმინისტრაციამ მაშინაც უარი თქვა სააკაშვილის სასამართლოში მიყვანაზე, რადგან, როგორც უწყებაში განმარტეს, ეტაპირების დროს პროვოკაციების საშიშროება არსებობდა.
მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბრიდან, მისი დაკავების დღიდან შიმშილობს.
ყველა ახალი ამბავი
0