https://sputnik-georgia.com/20211115/shss-gamoviyenebt-proporciul-zalas-daspecialursashualebebs-262068588.html
შსს: გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს
შსს: გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს
Sputnik საქართველო
ოპოზიციის საპროტესტო აქცია დღეს 14:00 საათზეა დაგეგმილი. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T11:07+0400
2021-11-15T11:07+0400
2021-11-15T16:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792868_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_b00937630f136b8497f6ce00e6e50e7b.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.დღეს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვას და დედაქალაქის პარალიზებას გეგმავს. როგორც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას შეექმნება დისკომფორტი, მაგრამ „ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის“.უწყების ცნობით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი. „სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე დანაშაულია ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია განცხადებაში.ოპოზიციამ პერმანენტული აქციების დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მათი ძირითადი მოთხოვნებია: თავდაპირველად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციის აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი.
https://sputnik-georgia.com/20211114/----------262061635.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/04/250792868_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_6298b37e9a1850cbd9ff32dc5ae12673.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
შსს: გამოვიყენებთ კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს
11:07 15.11.2021 (განახლებულია: 16:13 15.11.2021) ოპოზიციის საპროტესტო აქცია დღეს 14:00 საათზეა დაგეგმილი.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრო „ნაციონალური მოძრაობის“ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას
ავრცელებს.
დღეს ოპოზიციის ნაწილი თბილისის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებზე მოძრაობის გადაკეტვას და დედაქალაქის პარალიზებას გეგმავს. როგორც გუშინ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, მოსახლეობას შეექმნება დისკომფორტი, მაგრამ „ახლა სახლში ჯდომის დრო არ არის“.
„შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, შეკრების მონაწილეებს ეკრძალებათ განზრახ შექმნან დაბრკოლებები ტრანსპორტის გადაადგილებისთვის. ამავე კანონის მე-11 პრიმა მუხლის თანახმად, დაუშვებელია ტრანსპორტის სავალი ნაწილის ავტომანქანებით, სხვადასხვა კონსტრუქციებით ან/და საგნებით გადაკეტვა. ზემოაღნიშნული წესების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. საჭიროების შემთხვევაში, საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით შსს გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ პროპორციულ ძალას და სპეციალურ საშუალებებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე აქციების და შეკრებების დროს მოქალაქეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს მოუწოდებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.
„სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლის თანახმად, დანაშაულია ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან, ასევე დანაშაულია ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება და აგრეთვე ასეთ მოქმედებაში აქტიური მონაწილეობა. აღნიშნული ქმედების ჩადენა ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოპოზიციამ პერმანენტული აქციების დაწყება 8 ნოემბერს დააანონსა. მათი ძირითადი მოთხოვნებია: თავდაპირველად ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა. ოპოზიციის აქცია 14:00 საათზეა დაგეგმილი.