https://sputnik-georgia.com/20211114/----------262061635.html
მოძრაობამ „სირცხვილია“ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გამართა - ვიდეო
მოძრაობამ „სირცხვილია“ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გამართა - ვიდეო
Sputnik საქართველო
ოპოზიციის ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოძრაობა „სირცხვილიაც“ შეუერთდა, რომელმაც კვირა საღამოს პარლამენტთან მიტინგი გამართა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“... 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T22:32+0400
2021-11-14T22:32+0400
2021-11-14T22:32+0400
პოლიტიკა
ვიდეო
მულტიმედია
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262061605_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_66abc5c2c22ea6a984b53e8dfb92bff3.jpg
აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „სირცხვილიას“ აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები და მომღერლები შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლებას თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები მიაწვდინონ.მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს ფარულად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. სამშობლოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ, ახლა სასამართლოშია.ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფალსიფიცირებულად, ხოლო თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რომელიც უკვე 44 დღეა გრძელდება. მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ასევე გამოაცხადა შიმშილობა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0e/262061605_160:0:1120:720_1920x0_80_0_0_6d711a9057717e64191042f81d6593e4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ვიდეო, მულტიმედია, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, видео
პოლიტიკა, ვიდეო, მულტიმედია, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, видео
მოძრაობამ „სირცხვილია“ სააკაშვილის მხარდასაჭერად პარლამენტთან აქცია გამართა - ვიდეო
ოპოზიციის ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს მოძრაობა „სირცხვილიაც“ შეუერთდა, რომელმაც კვირა საღამოს პარლამენტთან მიტინგი გამართა. იხილეთ „Sputnik საქართველოს“ ვიდეო აქციიდან
აქციის მონაწილეებს ორი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ: მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. „სირცხვილიას“ აქციას რამდენიმე ასეული ადამიანი დაესწრო.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ნოდარ რუხაძის თქმით, პარლამენტთან პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და აქტივისტები, მსახიობები და მომღერლები შეიკრიბნენ, რათა ხელისუფლებას თავიანთი პროტესტი და მოთხოვნები მიაწვდინონ.
მიხეილ სააკაშვილი მას შემდეგ დააკავეს, რაც 2021 წლის 1 ოქტომბერს ფარულად გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. სამშობლოში მას დაუსწრებლად ჰქონდა მისჯილი 6 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის ორ საქმეზე. მის წინააღმდეგ კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთის შესახებ, ახლა სასამართლოშია.
ექსპრეზიდენტი მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფალსიფიცირებულად, ხოლო თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს. მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად შიმშილობა დაიწყო, რომელიც უკვე 44 დღეა გრძელდება. მისმა მხარდამჭერმა რამდენიმე პოლიტიკოსმა და საზოგადო მოღვაწემ ასევე გამოაცხადა შიმშილობა.