უწყებათშორისი სწავლება „დიდგორი 2021“ დასრულდა

© photo: Sputnik / Seyran Baroyanსამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა იყო.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ მასში მონაწილე უწყებების წარმომადგენელთა დაჯილდოებით დასრულდა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოში უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2021“ 8 ნოემბერს დაიწყო და 14 ლოკაციაზე მიმდინარეობდა.
„დიდგორი 2021“-ის საპატიო დაფები და კოინები მონაწილეებს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა და სწავლების ხელმძღვანელმა, ბრიგადის გენერალმა ჯონი ტატუნაშვილმა გადასცეს. თავდაცვის ძალების მეთაურმა სწავლებაში ჩართულ მონაწილეებს პროფესიონალიზმის, აქტიურობისა და გამოჩენილი ინიციატივებისთვის მადლობა გადაუხადა.

„სწავლებამ უპასუხა მთავარ დასახულ მიზანს, რომ უწყებებს შორის დახვეწილიყო ურთიერთკოორდინაცია და ურთიერთქმედება. დარწმუნებული ვარ, თითოეულმა ჩვენგანმა ამ მიზნებს მივაღწიეთ და მსურს ყველა მონაწილეს დიდი მადლობა გადავუხადო სწავლებაში მონაწილეობისთვის“, – განაცხადა გიორგი მათიაშვილმა.

სწავლების მთავარი მიზნები საომარ და კრიზისულ სიტუაციაში სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა, ჰიბრიდულ გამოწვევებთან, მოწინააღმდეგის საინფორმაციო ზეგავლენის ოპერაციებთან და დეზინფორმაციასთან გამკლავება იყო.
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
პრემიერი: „დიდგორი 2021“ ქვეყანაში კრიზისების მართვას შეუწყობს ხელს
„დიდგორი 2021“ წინა სწავლებებთან შედარებით მასშტაბური და განსხვავებული იყო, რადგან, საშტაბო ნაწილის გარდა, სწავლება საველე კომპონენტებსაც მოიცავდა. მასში მონაწილეობას იღებდნენ სტრატეგიული და ოპერატიული დონის შტაბები, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, საქართველოს პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
სწავლებაში პირველად განხორციელდება ახალი სიმულაციური სისტემები VBS3-ის, ანუ ვირტუალური ბრძოლის ველის გამოყენება. სიმულაციური სისტემები საწვრთნელ ქვედანაყოფსა და სწავლების მაკონტროლებელ ჯგუფს საშუალებას აძლევს სწავლებაში მიმდინარე მოვლენები რეალურ დროში აკონტროლონ და საერთო ოპერატიულ სურათზე გამოსახონ.
უწყებათშორისი სწავლება 8-12 ნოემბრის ჩათვლით წელს მერვედ ჩატარდა. მისი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სამთავრობო უწყებებს შორის კოორდინაციის გაღრმავება და ურთიერთქმედების დახვეწა. სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესს თავდაცვის ძალები ხელმძღვანელობდა.
ყველა ახალი ამბავი
0