https://sputnik-georgia.com/20211115/saqartvelos-svidi-municipalitetis-ganvitarebas-otxi-milioni-lari-moxmardeba-262093154.html
საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტის განვითარებას ოთხი მილიონი ლარი მოხმარდება
საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტის განვითარებას ოთხი მილიონი ლარი მოხმარდება
Sputnik საქართველო
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა მუნიციპალიტეტების ინიციატივით და კონკურსის საფუძველზე 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T19:44+0400
2021-11-15T19:44+0400
2021-11-15T19:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/26/238852695_0:192:2048:1344_1920x0_80_0_0_545e4d3e6f54cfee0116c14d1b8208d8.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება, ამის შესახებ საუბარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს განცხადებაში.ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ თითქმის 3,8 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარამდე თანხას შეადგენს.დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.რისთვის დაიხარჯება თანხა:ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მათთან წვდომის გაზრდა, სიღარიბის შემცირება და, საბოლოო ჯამში, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თანდათანობით აღმოფხვრა თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის.საპილოტე რეგიონების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით და ზოგადი ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს.პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დღეისათვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.წინასწარი ბიუჯეტი 200 მლნ ლარს შეადგენს.
https://sputnik-georgia.com/20211112/mtavrobam-axali-sainvesticio-proeqtebi-moamzada-262028877.html
https://sputnik-georgia.com/20211105/saqartveloshi-mwvane-wyalbadis-potencialis-sheswavla-iwyeba-261835610.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23885/26/238852695_0:0:2048:1536_1920x0_80_0_0_893ad49fb16c73fd9696c51831fa09b5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს რეგიონები
საქართველოს შვიდი მუნიციპალიტეტის განვითარებას ოთხი მილიონი ლარი მოხმარდება
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა მუნიციპალიტეტების ინიციატივით და კონკურსის საფუძველზე
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, 7 მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტები 4 მილიონი ლარით დაფინანსდება, ამის შესახებ საუბარია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს
განცხადებაში.
ურბანული განახლების, ტურიზმისა და ბიზნესის განვითარების მიზნობრივი პროექტები 2021-2022 წლებში განხორციელდება ლაგოდეხის, თელავის, ქუთაისის, ხარაგაულის, ლანჩხუთის, წყალტუბოსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში, რისთვისაც პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებს ჯამში გადაეცემათ თითქმის 3,8 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტების თანადაფინანსება 42 ათას ლარამდე თანხას შეადგენს.
დასაფინანსებელი პროექტები შეირჩა უშუალოდ მუნიციპალიტეტების ინიციატივითა და პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების საფუძველზე.
რისთვის დაიხარჯება თანხა:
ადგილობრივი ბიზნესის განვითარების ხელშესაწყობად ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში მოწესრიგდება საგზაო ინფრასტრუქტურა;
კულტურული და საგანმანათლებლო როლის გაძლიერებისთვის ქალაქ თელავში ისტორიულ ძეგლებსა და ტურისტულ საინფორმაციო დაფებზე განთავსება QR კოდები;
ქუთაისში ილია ჭავჭავაძის გამზირზე (მოსწავლე ახალგზარდობის სასახლის მიმდებარედ) აშენდება საავტომობილო მოძრაობის უსაფრთხოების მარეგულირებელი ინფრასტრუქტურა;
წყალტუბოში, „ცივი ტბის“ მიმდებარე ტერიტორიაზე გაუმჯობესდება არსებული ინფრასტრუქტურა და მოეწყობა სანიტარული წერტილები;
ჭიათურაში, ყაზბეგის ქუჩაზე კეთილმოეწყობა ტბის მიმდებარე ტერიტორია;
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განახლდება სოფელ ხუნევის საბავშვო ბაღი;
ლაჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორაგვეში კი მოეწყობა ტურისტული ინფრასტრუქტურა და განახლდება მისასვლელი გზა.
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა გულისხმობს მიზნობრივი ღონისძიებების დაფინანსებას საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში - კახეთი, იმერეთი, გურია და რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთი. პროგრამის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხარისხის გაუმჯობესება და მათთან წვდომის გაზრდა, სიღარიბის შემცირება და, საბოლოო ჯამში, სოციალური და ეკონომიკური უთანასწორობის თანდათანობით აღმოფხვრა თბილისსა და საპილოტე რეგიონებს შორის.
საპილოტე რეგიონების პროგრამა შეიქმნა ევროკავშირის ექსპერტების მონაწილეობით და ზოგადი ხედვა ეფუძნება ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს.
პროგრამა საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, საპილოტე 4 რეგიონის მუნიციპალიტეტებისთვის დღეისათვის უკვე გამოყოფილია 48 მილიონ ლარამდე.წინასწარი ბიუჯეტი 200 მლნ ლარს შეადგენს.