https://sputnik-georgia.com/20211115/saakasvilis-momxreebma-tbilisis-centrsi-gza-gadaketes-262085121.html
სააკაშვილის მომხრეებმა თბილისის ცენტრში გზა გადაკეტეს
სააკაშვილის მომხრეებმა თბილისის ცენტრში გზა გადაკეტეს
Sputnik საქართველო
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შსს-ს სპეციალური დანაყოფები, წყლის ჭავლის მანქანები. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T16:23+0400
2021-11-15T16:23+0400
2021-11-15T21:16+0400
ახალი ამბები
თბილისი დღეს
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262084453_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_1eacdc499a667887197a7fc1bdf53628.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მომხრემ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერია – მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი გადაკეტა „მშვიდობის ხიდთან“, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით წავიდნენ მარჯვენა სანაპიროსკენ. აქტივისტები სკანდირებენ „მიშა, მიშა“ და ასფალტზე ტოვებენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. მსვლელობის წინ უკავიათ პლაკატი წარწერით „არ მოკლათ“.„ნაცმოძრაობა“: მოვუწოდებთ შსს-ს უზრუნველყოს შეკრების მშვიდობიანად ჩატარება>>ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები, წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე აკონტროლებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.ოპოზიციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს საპროტესტო მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ყოველდღე ატარებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა. სასამართლო წარმოებაშია კიდევ სამი საქმე. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211115/shss-gamoviyenebt-proporciul-zalas-daspecialursashualebebs-262068588.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262084453_0:0:960:720_1920x0_80_0_0_718dc83d436f60ac7558c30a521f668a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისი დღეს, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, თბილისი დღეს, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
სააკაშვილის მომხრეებმა თბილისის ცენტრში გზა გადაკეტეს
16:23 15.11.2021 (განახლებულია: 21:16 15.11.2021) ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შსს-ს სპეციალური დანაყოფები, წყლის ჭავლის მანქანები.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ასობით მომხრემ ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერია – მარჯვენა სანაპიროს სავალი ნაწილი გადაკეტა „მშვიდობის ხიდთან“, იუწყება „
Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან.
აქციის მონაწილეები მეტროს სადგურ „ავლაბართან“ შეიკრიბნენ და მსვლელობით წავიდნენ მარჯვენა სანაპიროსკენ. აქტივისტები სკანდირებენ „მიშა, მიშა“ და ასფალტზე ტოვებენ წარწერას „თავისუფლება მიშას“. მსვლელობის წინ უკავიათ პლაკატი წარწერით „არ მოკლათ“.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, შსს-ს სპეციალური ქვედანაყოფები, წყლის ჭავლის მანქანები. ვითარებას ადგილზე აკონტროლებს საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელი ვაჟა სირაძე.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს საპროტესტო მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ყოველდღე ატარებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა. სასამართლო წარმოებაშია კიდევ სამი საქმე. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულს უწოდებს.