https://sputnik-georgia.com/20211115/nacmozraobis-msvleloba-prezidentis-administraciastan-dasrulda-262091639.html
„ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა
„ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა
Sputnik საქართველო
აქცია ორსაათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T18:39+0400
2021-11-15T18:39+0400
2021-11-15T22:58+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262089747_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_89b27fcdddbe4dc2f1ef966026de09eb.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურებოდა, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, სამართალდარღვევის შემთხვევაში პოლიცია მზად იყო კანონით გათვალისწინებული მყისიერი ზომების მისაღებად და ის „ქალაქის პარალიზების და კოლაფსის შესაძლებლობას არავის მისცემდა“.„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რომელიც მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, გაიმართა ერთი მთავარი მოთხოვნით – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ასობით მომხრის მსვლელობას ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერიის – მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვა მოჰყვა.„მშვიდობის ხიდთან“ აქტივისტები სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“ და ასფალტზე ტოვებდნენ წარწერას „თავისუფლება მიშას“.ამის შემდეგ მსვლელობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის შენობისკენ გაგრძელდა, სადაც დღევანდელი საპროტესტო დღე დასრულდა.„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაიმართება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში.მელიას განცხადებით, ის ხვალინდელი აქციების გეგმას საზოგადოებას დღის ბოლოს გააცნობს.ოპოზიციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს საპროტესტო მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ყოველდღე ატარებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა. სასამართლო წარმოებაშია კიდევ სამი საქმე. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211115/saakasvilis-momxreebma-tbilisis-centrsi-gza-gadaketes-262085121.html
https://sputnik-georgia.com/20211115/nacmozraoba-movuwodebt-shss-uzrunvelyos-aqciis-mshvidobianad-chatareba-262082854.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0f/262089747_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_ecab704a256601ce6d587c1c943ae59a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ნაციონალური მოძრაობის“ მსვლელობა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან დასრულდა
18:39 15.11.2021 (განახლებულია: 22:58 15.11.2021) აქცია ორსაათ-ნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის პარალელურად პოლიციის მობილიზება საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას ემსახურებოდა, განაცხადა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სამართალდარღვევის შემთხვევაში პოლიცია მზად იყო კანონით გათვალისწინებული მყისიერი ზომების მისაღებად და ის „ქალაქის პარალიზების და კოლაფსის შესაძლებლობას არავის მისცემდა“.
„პოლიცია არის იმისთვის, რომ დაიცვას საზოგადოებრივი წესრიგი და უზრუნველყოს ქალაქში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა. შსს-მ გააკეთა განცხადება ამ ყველაფრის თაობაზე და ყველას განუმარტა „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონი“, – განაცხადა სირაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რომელიც მეტროს სადგურ „ავლაბრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო, გაიმართა ერთი მთავარი მოთხოვნით – ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა.
ექს-პრეზიდენტ სააკაშვილის ასობით მომხრის მსვლელობას ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური სატრანსპორტო არტერიის – მარჯვენა სანაპიროს გადაკეტვა მოჰყვა.
„მშვიდობის ხიდთან“ აქტივისტები სკანდირებდნენ „მიშა, მიშა“ და ასფალტზე ტოვებდნენ წარწერას „თავისუფლება მიშას“.
ამის შემდეგ მსვლელობა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცის შენობისკენ გაგრძელდა, სადაც დღევანდელი საპროტესტო დღე დასრულდა.
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, საპროტესტო აქციები ყოველდღიურად გაიმართება მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა – გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში.
„ბრძოლა გრძელდება ყოველდღიურად, მოთმინებით, არაძალადობრივად, მწვავედ. რეჟიმი, რომელიც მხოლოდ "რობოკოპებზე" და სპეცრაზმზე დგას, მალე ჩამოიშლება. რეჟიმი ძალიან მალე დამარცხდება", – განაცხადა ნიკა მელიამ.
მელიას განცხადებით, ის ხვალინდელი აქციების გეგმას საზოგადოებას დღის ბოლოს გააცნობს.
ოპოზიციამ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ იწყებს საპროტესტო მოძრაობას მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის, მისი გათავისუფლებისა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საპროტესტო აქციებს ყოველდღე ატარებდა სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასთან.
სააკაშვილი, რომელიც საქართველოში არალეგალურად შემოვიდა, დაკავების დღიდან – 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. მას სამშობლოში დაუსწრებლად აქვს მისჯილი ექვსი წლით პატიმრობა. სასამართლო წარმოებაშია კიდევ სამი საქმე. თავად ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს – გაყალბებულად.