Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

კოვიდ-სტატისტიკა საქართველოს რეგიონების მიხედვით

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.820-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 785.911-ს მიაღწია.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 1.820 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 820 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი ქვემო ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 375, ქვემო ქართლი – 128, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 123, აჭარა – 96, შიდა ქართლი – 87, კახეთი – 86, სამცხე-ჯავახეთი – 39, გურია – 29, მცხეთა-მთიანეთი – 27, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 10.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 6.017 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 722.399-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 82 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 11.057-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 52.429 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.847 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.694, იმერეთში – 1.399, აჭარაში – 592.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 ნოემბერი
1.678 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 376 პირი, მათგან თბილისში – 217, აჭარაში – 39, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.191 ადამიანი, მათ შორის 788 – თბილისში, 235 – აჭარაში. 44.391 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 51 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 48.612 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1.820-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 785.911-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0