Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 15 ნოემბერი

© photo: Sputnikტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 722.399 ადამიანი; ჩატარებულია 2.048.393 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.874 ადამიანი.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 1.820-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 785.911-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 722.399 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 6.017), გარდაიცვალა – 11.057 (ბოლო 24 საათში – 82). კარანტინის რეჟიმშია 51, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.847 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.191 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 20.166 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 12.569, PCR–ტესტით – 7.597.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 9,03%, ბოლო 14 დღის – 9,97%, ბოლო 7 დღის – 9,52%.
სულ ჩატარებულია 2.048.393 აცრა, ერთ დღეში აცრილია 1.874 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0