ფეხბურთი: საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში უზბეკეთი დაამარცხა

© Georgian Football Federationსაქართველოს ნაკრები. დავით ვოლკოვი
საქართველოს ნაკრები. დავით ვოლკოვი - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მიმდინარე კალენდარული წლის ბოლო თამაში იყო.
თბილისი, 15 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა გორში ამხანაგურ მატჩში უზბეკეთის გუნდი მინიმალური სხვაობით - 1:0 დაამარცხა.
ერთადერთი გოლი 41-ე წუთზე აზერბაიჯანის კლუბ „ზირას“ თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა. ზურიკო დავითაშვილის შესანიშნავი ჩაწოდება თავდამსხმელმა თავური დარტყმით დააგვირგვინა. ვოლკოვისთვის ეს პირველი გატანილი გოლი იყო საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.
მეორე ტაიმში სტუმრები უფრო გააქტიურდნენ, მაგრამ ლაზარე კუპატაძის კართან სახიფათო მომენტი მაინც ვერ შექმნეს. შეხვედრის დასასრულს ხვიჩა კვარაცხელიას ორჯერ ჰქონდა გოლის გატანის შესაძლებლობა, მაგრამ პირველად ბურთი ხარიხას მოხვდა, მეორედ კი სტუმრები მეკარე უტკირ იუსუპოვმა იხსნა.
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
სანიოლი: როდესაც მოედანზე ზლატანია, გამარჯვება უფრო სასიხარულოა
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა გუნდებმა არასრული შემადგენლობით დაასრულეს. 84-ე წუთზე არასპორტული საქციელისთვის მსაჯმა მოედნიდან გააძევა ირაკლი აზაროვი და ფარუხ საიფიევი.
საქართველოს ნაკრებისთვის ეს მიმდინარე კალენდარული წლის ბოლო მატჩი იყო. ვილი სანიოლის გუნდმა სეზონი ზედიზედ სამი გამარჯვებით დაასრულა. დღევანდელი მატჩის წინ საქართველოს ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურის ორი შეხვედრა მოიგო – გასვლაზე კოსოვოსთან (2:1) და შვედეთთან ბათუმში (2:0).
სანიოლის ხელმძღვანელობით, რომელიც საქართველოს ნაკრებს მიმდინარე წლის თებერვლიდან წვრთნის, ეროვნულმა გუნდმა 12 მატჩი ჩაატარა, შვიდში დამარცხდა და ოთხში გაიმარჯვა.
ყველა ახალი ამბავი
0