https://sputnik-georgia.com/20211112/saniolio-rodesac-moedanze-zlatania-gamarjveba-ufro-sasiamovnoa-262016724.html
სანიოლი: როდესაც მოედანზე ზლატანია, გამარჯვება უფრო სასიხარულოა
სანიოლი: როდესაც მოედანზე ზლატანია, გამარჯვება უფრო სასიხარულოა
Sputnik საქართველო
საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით შვედეთს სძლია და საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლმა სენსაციური გამარჯვების შემდეგ... 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T15:17+0400
2021-11-12T15:17+0400
2021-11-12T20:10+0400
სპორტი
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007265_0:84:1625:998_1920x0_80_0_0_e0b089d8a2a0a5a896ad04706a34c6fb.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ნაკრების თამაში დადებითად შეაფასა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.ფრანგმა სპეციალისტმა ბათუმში გამართულ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, ტრიბუნიდან უყურა, რადგან სანიოლს მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ეტაპზე ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის როლი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა მოირგო.ნაკრების მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველო მატჩში აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა, სწორედ ამიტომ გამარჯვება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა.ნაკრების თავკაცმა სხვა ფეხბურთელებთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და მასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებს გარკვეული რჩევებიც მისცა.„გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და აცადოთ თამაში. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან თუ ასე თამაშს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება დიდ კლუბში", – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.ვილი სანიოლმა ბათუმში შეკრებილ გულშემატკივარს, რომელიც ტრიბუნაზე შეზღუდული რაოდენობით იმყოფებოდა, ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.საინტერესო განცხადება გააკეთა შვედეთის ნაკრების ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, რომელმაც შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და სრულად ითამაშა. შვედმა თავდამსხმელმა მარცხის მიზეზად მომენტების რეალიზების პრობლემა დაასახელა.განსხვავებით იბრაჰიმოვიჩისგან, ქართველების თამაში დადებითად შეაფასა შვედების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა. მან აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე გუნდმა უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.შვედეთის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 15 ქულა აქვს და ახლა ესპანეთს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში სკანდინავიელები სწორედ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში ანდერსონის გუნდს პლეი-ოფში თამაში სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწევს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნებმა" დაგროვებული 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.
https://sputnik-georgia.com/20211112/kvaracxelia-msoflios-yuradrebis-centrsia-262010067.html
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007265_93:0:1533:1080_1920x0_80_0_0_a65a5b012d16960456041a4c39cb8e06.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო
სანიოლი: როდესაც მოედანზე ზლატანია, გამარჯვება უფრო სასიხარულოა
15:17 12.11.2021 (განახლებულია: 20:10 12.11.2021) საქართველოს ნაკრებმა ხვიჩა კვარაცხელიას დუბლის წყალობით შვედეთს სძლია და საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაასრულა. ვილი სანიოლმა სენსაციური გამარჯვების შემდეგ კმაყოფილება არ დამალა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შვედეთის ნაკრებთან გამარჯვების შემდეგ ნაკრების თამაში დადებითად შეაფასა და ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა.
ფრანგმა სპეციალისტმა ბათუმში გამართულ შეხვედრას, რომელიც საქართველოს ნაკრებმა 2:0 მოიგო, ტრიბუნიდან უყურა, რადგან სანიოლს მიმდინარე მსოფლიოს 2022 წლის შესარჩევ ეტაპზე ორი ყვითელი ბარათი დაუგროვდა, რის გამოც დისკვალიფიკაცია მიიღო. მის ნაცვლად საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის როლი სანიოლის ასისტენტმა ზურაბ ხიზანიშვილმა მოირგო.
ნაკრების მწვრთნელმა მოწინააღმდეგე გუნდის სიძლიერეს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საქართველო მატჩში აშკარა აუტსაიდერად მოიაზრებოდა, სწორედ ამიტომ გამარჯვება ორმაგად სასიხარულო აღმოჩნდა.
„შვედეთის ნაკრები დიდი ხანია მსგავსი სტილის ფეხბურთს თამაშობს, განსხვავებაა, როცა ზლატან იბრაჰიმოვიჩია მოედანზე. ჩვენ არ ვამბობთ, რომ შვედეთზე ძლიერი გუნდი გვყავს, ვიცით, რომ მათ ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ და ამიტომაც ძალიან გვიხარია ეს გამარჯვება", – აღნიშნა სანიოლმა.
ნაკრების თავკაცმა სხვა ფეხბურთელებთან ერთად მატჩის საუკეთესო მოთამაშე ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა და მასთან დაკავშირებით მედიასაშუალებებს გარკვეული რჩევებიც მისცა.
„გირჩევთ, რომ ნაკლები ილაპარაკოთ მის ტრანსფერზე და აცადოთ თამაში. შემდეგ ყველაფერი ბუნებრივად მოხდება, რადგან თუ ასე თამაშს გააგრძელებს, აუცილებლად მოხვდება დიდ კლუბში", – განაცხადა ფრანგმა მწვრთნელმა.
ვილი სანიოლმა ბათუმში შეკრებილ გულშემატკივარს, რომელიც ტრიბუნაზე შეზღუდული რაოდენობით იმყოფებოდა, ქომაგობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათ გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
საინტერესო განცხადება გააკეთა შვედეთის ნაკრების ლეგენდამ ზლატან იბრაჰიმოვიჩმაც, რომელმაც შეხვედრა სასტარტო თერთმეტეულში დაიწყო და სრულად ითამაშა. შვედმა თავდამსხმელმა მარცხის მიზეზად მომენტების რეალიზების პრობლემა დაასახელა.
„არა, არ ვფიქრობ, რომ წაგების მიზეზი მეტოქის დაუფასებლობა იყო. პირველ ტაიმში ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. განსხვავება ის არის, რომ გოლი ვერ გავიტანეთ, საქართველომ კი ორი გაიტანა და, შესაბამისად, დავმარცხდით. ხვალ ახალი დღეა და ახალი მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ, მთავარი ეს არის", – აღნიშნა ზლატანმა.
განსხვავებით იბრაჰიმოვიჩისგან, ქართველების თამაში დადებითად შეაფასა შვედების მთავარმა მწვრთნელმა იანე ანდერსონმა. მან აღნიშნა, რომ მოწინააღმდეგე გუნდმა უკეთ ითამაშა და გამარჯვებაც დამსახურებულად მოიპოვა.
შვედეთის ნაკრებს შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში 15 ქულა აქვს და ახლა ესპანეთს მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება. ბოლო ტურში სკანდინავიელები სწორედ ესპანეთის ნაკრებს ესტუმრებიან და მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე მოსახვედრად მათ მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ, სხვა შემთხვევაში ანდერსონის გუნდს პლეი-ოფში თამაში სხვა ჯგუფის მეორეადგილოსანთან მოუწევს. რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, „ჯვაროსნებმა" დაგროვებული 7 ქულით ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავეს.