https://sputnik-georgia.com/20211115/cixis-saavadmyofos-direqtors-koronavirusi-daudasturda-262084463.html
ციხის საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
ციხის საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
Sputnik საქართველო
თანხმობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს PCR–ტესტი ჩაუტარდება. 15.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-15T16:17+0400
2021-11-15T16:17+0400
2021-11-15T20:57+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_935:302:4038:2048_1920x0_80_0_0_c30979ccbabaf92b0e4b1d3c32f4d52e.jpg
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია კოვიდ-ინფიცირებულია. „Sputnik–საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ დაუდასტურა.„დავით დარასელიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. ზუსტი რიცხვის თქმა არ შემიძლია. თუმცა აღვნიშნავ, რომ მას ვირუსი გამოუვლინდა სამოქალაქო კლინიკაში მისვლისა და იქ ჩატარებული პროცედურების შემდეგ. პენიტენციურ სამსახურში იგი არ ყოფილა“, – განაცხადა გედენიძემ.მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ყველა თანამშრომელს დაწესებულებაში შესვლამდე ტესტირება უტარდება. ციხის საავადმყოფოში ყოფნის დროს დარასელია ინფიცირებული არ იყო. გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დარასელიას კონტაქტი არ ჰქონია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.„შემიძლია ვთქვა, რომ იგი სააკაშვილს არ შეხვედრია“, – განაცხადა გედენიძემ.მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის სააკაშვილს PCR–ტესტი უტარდება.„ზუსტად ვერ გეტყვით, მას უკვე გაუკეთეს თუ არა ტესტი. თუ მსჯავრდებული ტესტის ჩატარებაზე დათანხმდება, ჩვენ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გედენიძემ.გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს.ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა>>>როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა განაცხადეს, კორონავირუსი შეიძლება დაუდასტურდეს ექს-პრეზიდენტსაც, პენიტენციური დაწესებულება კი უკვე „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად უწყებამ უარყო.სააკაშვილი, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს, 8 ნოემბრს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და ექიმების დიდი ჯგუფი, სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრი. პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია ამ მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს. გუშინ მის აქციას შეუერთდა კიდევ ცხრა დეპუტატი, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც. სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მის მხარდამჭერ პერმანენტულ აქციებს ატარებს.
https://sputnik-georgia.com/20211115/ukrainis-ombudsmenma-saakasvilis-cixis-saavadmyofosi-gadayvanas-wameba-uwoda-262081995.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262005312_0:361:2250:2048_1920x0_80_0_0_26f9bf82031be52d624f0d8c26273bda.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ციხის საავადმყოფოს დირექტორს კორონავირუსი დაუდასტურდა
16:17 15.11.2021 (განახლებულია: 20:57 15.11.2021) თანხმობის შემთხვევაში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს PCR–ტესტი ჩაუტარდება.
თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულების დირექტორი დავით დარასელია კოვიდ-ინფიცირებულია. „
Sputnik–საქართველოს“ აღნიშნული ინფორმაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრეს-სამსახურის წარმომადგენელმა ნათია გედენიძემ დაუდასტურა.
„დავით დარასელიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ გამოუვლინდა. ზუსტი რიცხვის თქმა არ შემიძლია. თუმცა აღვნიშნავ, რომ მას ვირუსი გამოუვლინდა სამოქალაქო კლინიკაში მისვლისა და იქ ჩატარებული პროცედურების შემდეგ. პენიტენციურ სამსახურში იგი არ ყოფილა“, – განაცხადა გედენიძემ.
მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, პენიტენციური სამსახურის ყველა თანამშრომელს დაწესებულებაში შესვლამდე ტესტირება უტარდება. ციხის საავადმყოფოში ყოფნის დროს დარასელია ინფიცირებული არ იყო.
გარდა ამისა, როგორც მან აღნიშნა, დარასელიას კონტაქტი არ ჰქონია მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
„შემიძლია ვთქვა, რომ იგი სააკაშვილს არ შეხვედრია“, – განაცხადა გედენიძემ.
მისი თქმით, პროტოკოლის თანახმად, ყველა მსჯავრდებულს, მათ შორის სააკაშვილს PCR–ტესტი უტარდება.
„ზუსტად ვერ გეტყვით, მას უკვე გაუკეთეს თუ არა ტესტი. თუ მსჯავრდებული ტესტის ჩატარებაზე დათანხმდება, ჩვენ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ“, – განაცხადა გედენიძემ.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ კორონავირუსის დადასტურების გამო გადაიყვანეს.
როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეებმა განაცხადეს, კორონავირუსი შეიძლება დაუდასტურდეს ექს-პრეზიდენტსაც, პენიტენციური დაწესებულება კი უკვე „წითელ ზონად“ გამოცხადდა. აღნიშნული ინფორმაცია თავად უწყებამ უარყო.
სააკაშვილი, რომელიც 46-ე დღეა შიმშილობს, 8 ნოემბრს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ მისი ადვოკატები, პირადი ექიმი და ექიმების დიდი ჯგუფი, სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოების ფართო სპექტრი. პარლამენტის დეპუტატი ელენე ხოშტარია ამ მოთხოვნით 3 ნოემბრიდან შიმშილობს. გუშინ მის აქციას შეუერთდა კიდევ ცხრა დეპუტატი, აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გია ბარამიძე. შიმშილობის დაწყება დააანონსა მსოფლიო ბანმა პაატა ბურჭულაძემაც. სააკაშვილის მიერ დაფუძნებული „ნაციონალური მოძრაობა“ კი თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მის მხარდამჭერ პერმანენტულ აქციებს ატარებს.