https://sputnik-georgia.com/20211114/cixis-saavadmyofos-mtavarma-eqimma-saakasvilis-mdgomareobaze-isaubra-262061772.html
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
ექიმის განცხადებით, სააკაშვილზე ხორციელდება ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, მას უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევები 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T22:43+0400
2021-11-14T22:43+0400
2021-11-14T22:43+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893927_0:90:1280:810_1920x0_80_0_0_86b34373c386e7c5576f591dad15b2df.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრება და ციხე კორონავირუსის გამო „წითელ ზონად“ არ გამოცხადებულა.დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის საქმეზეა მსჯავრდებული. მამალაძე გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხის საავადმყოფო „წითელ ზონად“ გამოცხადდა და კორონავირუსი გამოუვლინდათ ციხის თანამშრომლებს, რომლებიც ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკონტაქტებიან.ელეფტეროვას თქმით, მამალაძესთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ აქვს, ხოლო სხვა პატიმრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.მთავარმა ექიმმა მოუწოდა ქართველ მედიკოსებს „პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ სიტუაციის დრამატიზებისგან“.გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა მეორე ვიდეორგოლი, სადაც ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე საუბრობს.მისი თქმით, ის პრეპარატ Pfizer-ის ორი დოზით არის აცრილი და მისი დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.ელეფტეროვას თქმით, მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მას სხვა თანმდევი დაავადებები აქვს და „პაციენტი მწოლიარეა“.დღესვე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი თანახმაა ამჟამად მოქმედი ექიმების კონსილიუმს შეხვდეს.მეტიც, სააკაშვილი ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შევლენ მის მიერ და მისი ადვოკატების მიერ შერჩეული ექიმები. თუთბერიძის განცხადებით, არც მოქმედ კონსილიუმში შემავალ ექიმებს, არც სხვა ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი არ უნდა შეუზღუდონ.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211114/saakasvilis-mxardasawerad-simsiloba-cxra-deputatma-gamoacxada-262056076.html
https://sputnik-georgia.com/20211114/dekanozi-giorgi-mamalaze-gldanis-cixidan-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanes-262055159.html
https://sputnik-georgia.com/20211114/piradi-eqimi-mixeil-saakasvili-loginidan-ver-adga-262049657.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893927_75:0:1214:854_1920x0_80_0_0_53a8bce6c848cdae56bb4f3935f7f1c6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ციხის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა სააკაშვილის მდგომარეობაზე ისაუბრა
ექიმის განცხადებით, სააკაშვილზე ხორციელდება ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება, მას უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევები
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის მანანა ელეფტეროვას
ვიდეო, სადაც ის ამტკიცებს, რომ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს არაფერი არ ემუქრება და ციხე კორონავირუსის გამო „წითელ ზონად“ არ გამოცხადებულა.
დღეს გახდა ცნობილი, რომ კორონავირუსი დაუდასტურდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს, რომელიც პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მოწამვლის მცდელობის საქმეზეა მსჯავრდებული. მამალაძე გლდანის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს.
მოგვიანებით მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ციხის საავადმყოფო „წითელ ზონად“ გამოცხადდა და კორონავირუსი გამოუვლინდათ ციხის თანამშრომლებს, რომლებიც ასევე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეკონტაქტებიან.
ელეფტეროვას თქმით, მამალაძესთან მომუშავე სამედიცინო პერსონალს სააკაშვილთან შეხება არ აქვს, ხოლო სხვა პატიმრებს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებათ.
მთავარმა ექიმმა მოუწოდა ქართველ მედიკოსებს „პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე თავი შეიკავონ სიტუაციის დრამატიზებისგან“.
„მასზე (მიხეილ სააკაშვილზე - რედ.) მიმდინარეობს ინტენსიური სამედიცინო დაკვირვება. უტარდება ყველა საჭირო ლაბორატორიული გამოკვლევები, იღებს ყველა დანიშნულ მედიკამენტს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ელეფტეროვამ.
გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა გამოაქვეყნა
მეორე ვიდეორგოლი, სადაც ექიმი დეკანოზ გიორგი მამალაძის მდგომარეობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ის პრეპარატ Pfizer-ის ორი დოზით არის აცრილი და მისი დაავადება მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.
ელეფტეროვას თქმით, მამალაძის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება უკავშირდება იმას, რომ მას სხვა თანმდევი დაავადებები აქვს და „პაციენტი მწოლიარეა“.
დღესვე მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ განაცხადა, რომ სააკაშვილი თანახმაა ამჟამად მოქმედი ექიმების კონსილიუმს შეხვდეს.
მეტიც, სააკაშვილი ითხოვს ალტერნატიული კონსილიუმის შექმნას, რომლის შემადგენლობაში შევლენ მის მიერ და მისი ადვოკატების მიერ შერჩეული ექიმები. თუთბერიძის განცხადებით, არც მოქმედ კონსილიუმში შემავალ ექიმებს, არც სხვა ექიმებს მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტი არ უნდა შეუზღუდონ.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.