ბათუმში რურუას ქუჩაზე კორპუსის კედელი ნაწილობრივ ჩამოინგრა - მოსახლეობა სახლებს ტოვებს

© photo: Sputnik / Stringerბათუმში სახლის ჩამონგრევა
ბათუმში სახლის ჩამონგრევა - Sputnik საქართველო, 1920, 15.11.2021
გამოწერა
ბათუმის მერიის წარმომადგენლები კორპუსის მცხოვრებლებს უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ, კორპუსის მდგომარეობას კი სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის.
თბილისი, 15 ნოემბერი - Sputnik. ბათუმში, რურუას ქუჩის N 1 ა-ში მცხოვრებლების განცხადებით, მათი კორპუსის ერთ-ერთი მზიდი კედელი ნაწილობრივ ჩამოინგრა და არსებობს მთლიანი შენობის ჩამონგრევის საფრთხეც.
კედლის ნაწილის ჩამონგრევის შემდეგ კორპუსის მცხოვრებლებმა, ჯამში 72-მა ოჯახმა შენობა დატოვა.
მათივე ცნობით, დღეს პირველ სართულზე მცხოვრებმა ერთ-ერთმა მოქალაქემ შენიშნა, რომ ჭერიდან ქვები ჩამოცვივდა, ამასთან, მათი თქმით, კედლები დამსკდარია კორპუსის სხვა სართულებზეც.
მაშველები ეძებენ გადარჩენილებს ბათუმში სახლის ჩამონგრევის ადგილზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.10.2021
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: ერთადერთი გადარჩენილი კლინიკიდან გაწერეს
ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და ბათუმის მერიის წარმომადგენლები.
როგორც ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სამსახურის ხელმძღვანელი, ჯაბა ბერიძე აცხადებს, 72-ვე ოჯახს დღესვე უსაფრთხო, ალტერნატიულ ფართებში გადაიყვანენ.
დღეს ღამე მოქალაქეები სასტუმროში გაათევენ, შემდეგ კი, საჭიროების შემთხვევაში, მათ ქირით გადაიყვანენ. პარალელურად სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიუროს მიერ შენობის მდგრადობის შესწავლა მოხდება.

„პირველადი დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ უკლებლივ ყველა ოჯახი გადაყვანილი იქნება უსაფრთხო ფართებში, თავდაპირველად სასტუმროში, შემდეგ კი ნაქირავებში. შენობას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო შეისწავლის და შემდგომ გადაწყვეტილებებს მერია დასკვნის შესაბამისად მიიღებს“, – განაცხადა ბერიძემ.

როგორც მოქალაქეები აცხადებენ, აღნიშნული სახლი ავარიულია, მათი ინფორმაციით, კორპუსის გამაგრება ორჯერ მოხდა, თუმცა უშედეგოდ.
ბათუმში ავარიული სახლების თემა აქტუალური ქალაქში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს, მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახდა, როდესაც შუადღისას საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა.
ბათუმი – ძველი სახლები და ახალი სახლების მშენებლობა - Sputnik საქართველო, 1920, 22.10.2021
„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ – ბათუმის მერია და აჭარის მთავრობა ახალ პროექტს იწყებენ
ნანგრევებს შორის მოყვა 11 ადამიანი – მათგან მხოლოდ ორი გადარჩა, დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დაღუპულებიდან ოთხი ადამიანი ერთი ოჯახის წევრია. წინასწარი ვერსიით, სახლის ჩამონგრევის მიზეზი სარდაფის გაფართოების მიზნით პირველ სართულზე მზიდი კედლების მოშლა გახდა.
ამ საქმეზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. სამ პირს, ბინის მეპატრონეს და მის მიერ დაქირავებულ ორ მუშას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
კორპუსში მცხოვრები 53 ოჯახი ბათუმის მერიამ ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართებში გაანაწილა.
ყველა ახალი ამბავი
0