https://sputnik-georgia.com/20211024/batumsi-saxlis-camongreva-ertaderti-gadarcenili-klinikidan-gaweres-261437739.html
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: ერთადერთი გადარჩენილი კლინიკიდან გაწერეს
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: ერთადერთი გადარჩენილი კლინიკიდან გაწერეს
Sputnik საქართველო
როგორც ექიმმა თავდგირიძის პალატაში გადაყვანამდე განაცხადა, მისი რეაბილიტაციისა და მკურნალობის შემდგომი პროცესი ხანგრძლივი იქნება. 24.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-24T09:30+0400
2021-10-24T09:30+0400
2021-10-24T09:30+0400
ახალი ამბები
ბათუმი
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388454_0:161:3067:1886_1920x0_80_0_0_a9b06b80c7e92958ff4adb900c0a8e6e.jpg
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძე კლინიკა „მედცენტრიდან" გაწერეს.ზვიად თავდგირიძე სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია. მას 11 საათი მოუწია ნანგრევებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა. მან 5 დღე რეანიმაციაში გაატარა, შემდეგ კი ის პალატაში გადაიყვანეს.ტრაგედიის მომენტში ზვიად თავდგირიძე სახლში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრები კი სასეირნოდ იყვნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა - აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა.აღსანიშნავია, რომ ზვიად თავდგირიძის ბაბუა ქირურგი აკაკი ბერიძეა. მან არაერთელ განაცხადა, რომ ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, რადგან მისი შვილიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – აღნიშნულ კორპუსში პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.
https://sputnik-georgia.com/20211022/batumi-avariuli-saxlebis-garese-axali-proeqti-261398138.html
ბათუმი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/09/260388454_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_30be546b31a6d40793c847517d4ec376.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, ბათუმი , საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ბათუმში სახლის ჩამონგრევა: ერთადერთი გადარჩენილი კლინიკიდან გაწერეს
როგორც ექიმმა თავდგირიძის პალატაში გადაყვანამდე განაცხადა, მისი რეაბილიტაციისა და მკურნალობის შემდგომი პროცესი ხანგრძლივი იქნება.
თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 37 წლის ზვიად თავდგირიძე კლინიკა „მედცენტრიდან" გაწერეს.
ზვიად თავდგირიძე სახლის ნანგრევებიდან ამოყვანილი ერთადერთი გადარჩენილია. მას 11 საათი მოუწია ნანგრევებში, ვერტიკალურ მდგომარეობაში ყოფნა. მან 5 დღე რეანიმაციაში გაატარა, შემდეგ კი ის პალატაში გადაიყვანეს.
ტრაგედიის მომენტში ზვიად თავდგირიძე სახლში იმყოფებოდა, მისი ოჯახის წევრები კი სასეირნოდ იყვნენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ ფასდებოდა - აღენიშნებოდა ტრავმული შოკი, რბილი ქსოვილების ხანგრძლივი ზეწოლის სინდრომი, კოჭ-წვივის სახსრის ღია მოტეხილობა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად თავდგირიძის ბაბუა ქირურგი აკაკი ბერიძეა. მან არაერთელ განაცხადა, რომ ექიმებმა შეუძლებელი შეძლეს, რადგან მისი შვილიშვილის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო.
8 ოქტომბერს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი.
შსს-მ კორპუსის ნგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სამი პირი დააკავა – აღნიშნულ კორპუსში პირველი სართულის ბინის მფლობელი და ორი დაქირავებული მუშა, რომლებიც სარემონტო სამუშაოებს მისი მითითებით ასრულებდნენ. საგამოძიებო უწყება მათ სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას ედავება, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. სასამართლომ მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ორიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.