https://sputnik-georgia.com/20211114/opozicia-orsabats-tbilissi-orive-sanapiros-gadaketavs-262057660.html
ოპოზიცია ორშაბათს თბილისში ორივე სანაპიროს გადაკეტავს
ოპოზიცია ორშაბათს თბილისში ორივე სანაპიროს გადაკეტავს
Sputnik საქართველო
აქციის მონაწილეები აპირებენ ხელისუფლებას გაუგზავნონ „ძლიერი სიგნალი" არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობის გამწვავების შესახებ. 14.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-14T18:57+0400
2021-11-14T18:57+0400
2021-11-14T18:57+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261317054_0:0:3069:1727_1920x0_80_0_0_d71d983915b0e72e3e20748b772f0ee8.jpg
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 15 ნოემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალებს - სანაპიროებს გადაკეტავს, დაწერა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ თავის Facebook-გვერდზე.ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით ყოველდღე მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას და აღნიშნა, რომ შეკრების ზუსტი ადგილი დღეს საღამოს გამოცხადდება.გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211114/saakasvilis-mxardasawerad-simsiloba-cxra-deputatma-gamoacxada-262056076.html
https://sputnik-georgia.com/20211114/zurab-jafarizis-partiam-stambolidan-mcxibavi-camoiyvana-da-sss-s-jado-gauketa-262054741.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/14/261317054_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_28cb1267ea95def1a15333e2a78caef3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიცია ორშაბათს თბილისში ორივე სანაპიროს გადაკეტავს
აქციის მონაწილეები აპირებენ ხელისუფლებას გაუგზავნონ „ძლიერი სიგნალი" არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობის გამწვავების შესახებ.
თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში უმსხვილესი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ორშაბათს, 15 ნოემბერს, 15:00-დან 17:00 საათამდე თბილისის მთავარ სატრანსპორტო მაგისტრალებს - სანაპიროებს გადაკეტავს, დაწერა პარტიის ლიდერმა ნიკა მელიამ თავის
Facebook-გვერდზე.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ ორშაბათს, 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან საპროტესტო აქციას ერთი და იმავე მოთხოვნით ყოველდღე მართავენ: თავდაპირველად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„ხვალ 15 ნოემბერს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ჩვენი აქციებით გადაიკეტება საავტომობილო მოძრაობა თბილისის ორივე სანაპიროზე. მე მესმის, რომ ეს გარკვეულ დისკომფორტს შეუქმნის მოქალაქეებს, მაგრამ ეს არის ძლიერი გამაფრთხილებელი სიგნალი რეჟიმისთვის, რომ არაძალადობრივი საპროტესტო მოძრაობა ყოველ დღე უფრო მწვავე გახდება!“ - დაწერა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელიამ.
მან მოუწოდა მოქალაქეებს, შეუერთდნენ ხვალინდელ აქციას და აღნიშნა, რომ შეკრების ზუსტი ადგილი დღეს საღამოს გამოცხადდება.
გუშინ საღამოს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის მდგომარეობის გაუარესების შესახებ. სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, ექსპრეზიდენტი, რომელიც 45-ე დღეა შიმშილობს, ძალიან სუსტად იყო და მთელი დღე საწოლიდან ვერ დგებოდა. ამის შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა უარყო.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 45 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.