სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის პრეზიდენტს შეხვდა

© photo: Sputnik / Stringerსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
საუბარი შეეხო პანდემიასთან დაკავშირებულ საკითხებს, ტურიზმს, ასევე სალომე ზურაბიშვილის ინციატივას, რომელიც კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებას უკავშირდება.
თბილისი, 13 ნოემბერი– Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისა და იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმის ფარგლებში, ისლანდიის პრეზიდენტს, გუდნი იოჰანესონს შეხვდა, იუწყება პრეზიდენტის პრესსამსახური.
შეხვედრაზე მხარეებმა გარემოს დაცვით საკითხებზე ისაუბრეს, რომელიც კლიმატის ცვლილებას და ბიომრავალფეროვნების დაცვას უკავშირდება. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია ამ გლობალური გამოწვევების დასაძლევად პატარა ქვეყნებმა ძალები გააერთიანონ.
ავთანდილ არაბული - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
როგორ შევინარჩუნოთ სახელმწიფო ენა – ექსპერტები ქართული ენის დღევანდელ პრობლემებზე
საქართველოს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა კავკასიური ენების დაცვის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ ისაუბრა იუნესკოს საიუბილეო ფორუმზე დასმული თავისი ინციატივის შესახებ, რომელიც კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესებას უკავშირდება.
საუბარი შეეხო როგორც პანდემიის, ასევე ვაქცინაციის შესახებ დეზინფორმაციის და ფეიკნიუსების მზარდ პრობლემას. აღინიშნა, რომ საჭიროა სწორი ბალანსი ერთი მხრივ, გამოხატვის თავისუფლების დაცვის, მეორეს მხრივ კი, დეზინფორმაციის ზიანის შემცირებისთვის თვალსაზრისით.
პრეზიდენტებმა განიხილეს ტურიზმის სფეროში ურთიერთობის გაღრმავების საკითხი და ტურიზმის სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა, როგორც მასობრივი, ისე გეოთერმული ტურიზმის კუთხით.
ყველა ახალი ამბავი
0