https://sputnik-georgia.com/20211113/rustavsi-qals-qmris-cemis-gamo-semakavebeli-orderi-gamouweres-262044886.html
რუსთავში ქალს ქმრის ცემის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
რუსთავში ქალს ქმრის ცემის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
Sputnik საქართველო
მისი თქმით, ის მზადაა გაუსწორდეს ყველას, ვინ მას აკადრებს იმას, რაც „არ ეკადრება“ 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T17:59+0400
2021-11-13T17:59+0400
2021-11-13T17:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260142339_0:0:3154:1774_1920x0_80_0_0_0b4c834565efd3d15c9d346556c9aa86.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი- Sputnik. რუსთავში ქალს ქმრის ცემის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, იუწყება ქართული მედია.ქალს ჰქონდა დედასთან კონფლიქტი, რომელშიც ჩაერია ქმარი. ამის გამო ქალმა ის სცემა. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა მიმართა პოლიციას, რომელმაც ქალს მეუღლესთან მიახლოება აუკრძალა.თავად ქალი ძალადობის ფაქტს არ უარყოფს. მისი თქმით, მის ქმარს დაზიანებები აქვს.მისი სახელი და გვარი საქმის თავისებურების გამო არ სახელდება.ქალის თქმით, ქმარს ის ბევრჯერ უცემია, მაგრამ მას ამის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს.ძალადობის ფაქტი რუსთავში 8 ნოემბერს მოხდა.ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ქალს ოჯახური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ოჯახური ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი 1,1 ათას ქალს გამოუწერეს.
https://sputnik-georgia.com/20211112/gaeros-komiutetis-daskvna-xanum-jeiranovas-saqmeze-262034128.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260142339_306:0:3035:2047_1920x0_80_0_0_571d6fc64dde0956ec132e659927e524.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, შემთხვევები საქართველოში
რუსთავში ქალს ქმრის ცემის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს
მისი თქმით, ის მზადაა გაუსწორდეს ყველას, ვინ მას აკადრებს იმას, რაც „არ ეკადრება“
თბილისი, 13 ნოემბერი- Sputnik. რუსთავში ქალს ქმრის ცემის გამო შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს, იუწყება
ქართული მედია.
ქალს ჰქონდა დედასთან კონფლიქტი, რომელშიც ჩაერია ქმარი. ამის გამო ქალმა ის სცემა. მომხდარის შემდეგ მამაკაცმა მიმართა პოლიციას, რომელმაც ქალს მეუღლესთან მიახლოება აუკრძალა.
თავად ქალი ძალადობის ფაქტს არ უარყოფს. მისი თქმით, მის ქმარს დაზიანებები აქვს.
„დიახ, გავუსწორდი ფიზიკურად, არაერთხელ გავსწორებივარ. რაც არ მეკადრება ისეთ რამეს რომ მაკადრებენ, ქალი, კაცი, ბიჭი, არ აქვს მნიშვნელობა, ყველას გავუსწორდები“, - განუცხადა ჟურნალისტებს ქალმა.
მისი სახელი და გვარი საქმის თავისებურების გამო არ სახელდება.
ქალის თქმით, ქმარს ის ბევრჯერ უცემია, მაგრამ მას ამის გამო პოლიციისთვის არ მიუმართავს.
ძალადობის ფაქტი რუსთავში 8 ნოემბერს მოხდა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში ქალს ოჯახური ძალადობის გამო შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი. მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30 სექტემბრამდე ოჯახური ძალადობისთვის შემაკავებელი ორდერი 1,1 ათას ქალს გამოუწერეს.