Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორია ეპიდვითარება რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerგამვლელები პირბადეებით
გამვლელები პირბადეებით - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია.
თბილისი, 13 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.565 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.753 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი სამეგრელო-ზემო სვანეთია.
რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი - 810, სამეგრელო-ზემო სვანეთი - 413, შიდა ქართლი - 355, ქვემო ქართლი - 330, კახეთი - 318, აჭარა - 151, მცხეთა-მთიანეთი - 146, სამცხე-ჯავახეთი - 138, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 47.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 2.285 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 711.105-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.894-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 58.366 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.755 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.625, აჭარაში - 602, იმერეთში - 1.393.
1.643 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 371 პირი, მათგან თბილისში - 204, აჭარაში - 38, იმერეთში - 32. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.295 ადამიანი, მათ შორის 840 - თბილისში, 266 - აჭარაში. 50.316 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ვისთვის იქნება აუცილებელი ვაქცინის მეოთხე დოზა: გამყრელიძის განმარტება
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 49 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 49.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49.936 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0