https://sputnik-georgia.com/20211112/gamkrelidze-vaqcinebis-dozaze-262026463.html
ვისთვის იქნება აუცილებელი ვაქცინის მეოთხე დოზა: გამყრელიძის განმარტება
ვისთვის იქნება აუცილებელი ვაქცინის მეოთხე დოზა: გამყრელიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T18:00+0400
2021-11-12T18:00+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251208788_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_021c4e3ab34378bea2580e8ce232deb9.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა საჯაროდ გაიკეთა.უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინის მესამე დოზაზე ასაკობრივი ცენზი გააფართოვა.გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით მაისში გაიკეთა. როგორც დღეს მან ჟურნალისტებთან განმარტა, ვაქცინის მესამე დოზის გასაკეთებლად არჩევანი Pfizer-ზე შეაჩერა, რათა მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ აღნიშნულ პრეპარატს ვარგისიანობის ვადა ჯერ არ გასვლია.საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზა 18 წლიდან ყველა პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია.60 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებული არიან ჩინური Sinopharm-ითა და Sinovac-ით, რეკომენდებულია „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრიდან სამი–ექვსი თვის შემდეგ.პრეპარატ AstraZeneca-თი აცრილებისთვის რეკომენდებულია Pfizer-ით მესამე ვაქცინის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ.რაც შეეხება Pfizer-ით ვაქცინირებულ პირებს, მათ ასევე შეუძლიათ „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვი თვის შემდეგ. მთავარმა ეპიდემიოლოგმა არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მეოთხე დოზის გაკეთებაც.გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით არიან აცრილი, შეუძლიათ ვაქცინის მესამე დოზა Pfizer-ით გაიკეთონ, 28 დღის შემდეგ კი აღნიშნული პრეპარატით მეოთხე აცრაც ჩაიტარონ.საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211104/buster-doza-yvela-piristvis-daushvan-261788820.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/12/251208788_114:0:1934:1365_1920x0_80_0_0_17c7e62b5a9f38cfb5dee8440d99edf9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ვისთვის იქნება აუცილებელი ვაქცინის მეოთხე დოზა: გამყრელიძის განმარტება
18:00 12.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე, ე.წ. ბუსტერ დოზა საჯაროდ გაიკეთა.
უწყებათშორისმა საკოორდინაციო საბჭომ ვაქცინის მესამე დოზაზე ასაკობრივი ცენზი გააფართოვა.
გამყრელიძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით მაისში გაიკეთა. როგორც დღეს მან ჟურნალისტებთან განმარტა, ვაქცინის მესამე დოზის გასაკეთებლად არჩევანი Pfizer-ზე შეაჩერა, რათა მოსახლეობას დაუმტკიცოს, რომ აღნიშნულ პრეპარატს ვარგისიანობის ვადა ჯერ არ გასვლია.
„ახლა ქვეყანაში Pfizer-ის დაახლოებით 900 ათასი დოზა ვაქცინაა. მათგან უმეტესობას, დაახლოებით 700 ათას დოზას ვარგისიანობის ვადა მარტის ბოლომდე აქვს. დანარჩენს ვადა იანვრის ან თებერვლის ბოლომდე გასდის, ასე რომ, დოზები საკმარისია", – განაცხადა გამყრელძემ.
საქართველოში ე.წ. ბუსტერ დოზა 18 წლიდან ყველა პირისთვის უკვე ხელმისაწვდომია.
60 წელს ზემოთ პირებისთვის, რომლებიც ვაქცინირებული არიან ჩინური Sinopharm-ითა და Sinovac-ით, რეკომენდებულია „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრიდან სამი–ექვსი თვის შემდეგ.
პრეპარატ AstraZeneca-თი აცრილებისთვის რეკომენდებულია Pfizer-ით მესამე ვაქცინის გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვსი თვის შემდეგ.
რაც შეეხება Pfizer-ით ვაქცინირებულ პირებს, მათ ასევე შეუძლიათ „ბუსტერ დოზის" გაკეთება მეორე აცრის ჩატარებიდან ექვი თვის შემდეგ.
მთავარმა ეპიდემიოლოგმა არ გამორიცხა, რომ, შესაძლოა, აუცილებელი გახდეს მეოთხე დოზის გაკეთებაც.
გამყრელიძის განცხადებით, უცხოეთში მოგზაურობის მსურველ მოქალაქეებს, რომლებიც ჩინური ვაქცინებით არიან აცრილი, შეუძლიათ ვაქცინის მესამე დოზა Pfizer-ით გაიკეთონ, 28 დღის შემდეგ კი აღნიშნული პრეპარატით მეოთხე აცრაც ჩაიტარონ.
საქართველოში ვაქცინაცია ნებაყოფლობითია. ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა Sinopharm-ის, Sinovac-ის, Pfizer-ისა და AstraZeneca-ს პრეპარატებით ტარდება.
12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.