https://sputnik-georgia.com/20211113/ratom-gaziarda-yoveldriurad-acrilta-raodenoba-ivane-cxaizis-ganmarteba-262039625.html
რატომ გაიზარდა ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა: ივანე ჩხაიძის განმარტება
რატომ გაიზარდა ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა: ივანე ჩხაიძის განმარტება
Sputnik საქართველო
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T13:13+0400
2021-11-13T13:13+0400
2023-08-17T18:15+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111278_40:0:1290:703_1920x0_80_0_0_d7b67c8506cd087b0e7458c78fe37f17.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ გავლენა იქონია ყოველდღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობაზე, ბოლო სამი დღის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.საქართველოში 12 ნოემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7.800 ადამიანი, 11 ნოემბერს - 7.103, 10 ნოემბერს - 6.356, 9 ნოემბერს - 6.976, 8 ნოემბერს - 5.254.დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას არ ემხრობა და მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე აკეთებს აქცენტს.საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.041.209 აცრა. 12 ნოემბერის მონაცემებით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,7%.
https://sputnik-georgia.com/20211112/gamyrelidze-saqartveloshi-200-mde-mozardia-acrili-262022598.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/06/18/252111278_196:0:1133:703_1920x0_80_0_0_c22090c8a95ff5fedfd3fe5fe15f827f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
რატომ გაიზარდა ყოველდღიურად აცრილთა რაოდენობა: ივანე ჩხაიძის განმარტება
13:13 13.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. „მწვანე პასპორტების“ სისტემის ამოქმედებამ გავლენა იქონია ყოველდღიურად აცრილი მოქალაქეების რაოდენობაზე, ბოლო სამი დღის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა იმუნიზაციის საბჭოს ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში 12 ნოემბერს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 7.800 ადამიანი, 11 ნოემბერს - 7.103, 10 ნოემბერს - 6.356, 9 ნოემბერს - 6.976, 8 ნოემბერს - 5.254.
„არ არსებობს ქვეყანა, რომელმაც „მწვანე პასპორტების“ სისტემა აამუშავა და დადებითი შედეგი არ მიიღო... თუ დააკვირდებით ბოლო სამი დღის განმავლობაში ვაქცინირებული ადამიანების რაოდენობას, დინამიკა დადებითია. ჩვენ 5 დღის წინ დღიურად 1.200 ვაქცინირებულიდან დავიწყეთ და დღეს 7 ათასზე მეტია. ყოველდღიურად მზარდი რაოდენობაა. ეს არ შეიძლება შემთხვევითი იყოს. აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ ამაში ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა - გადამწყვეტი, როლი ითამაშა სწორედ „მწვანე პასპორტების“ სისტემის შემოღებამ“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.
საქართველოში ბოლო დროს ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრად მოიმატა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების მიუხედავად, ხელისუფლება ქვეყანაში ახალი კოვიდ-რეგულაციების შემოღებას არ ემხრობა და მოქმედი რეგულაციების კონტროლის გამკაცრებაზე აკეთებს აქცენტს.
საქართველოში ვაქცინირებული პირებისთვის 1 დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების" კონცეფცია ამოქმედდება. „მწვანე პასპორტის" მოთხოვნა იმოქმედებს 18 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები სხვადასხვა ობიექტებში - კვების ობიექტები, რესტორნები, კაფე-ბარები, კინოთეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები - მხოლოდ და მხოლოდ „მწვანე პასპორტით" შეძლებენ შესვლას.
13 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.041.209 აცრა. 12 ნოემბერის მონაცემებით, სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია ზრდასრული მოსახლეობის 33,7%.