https://sputnik-georgia.com/20211112/gamyrelidze-saqartveloshi-200-mde-mozardia-acrili-262022598.html
გამყრელიძე: საქართველოში 200-მდე მოზარდია აცრილი
გამყრელიძე: საქართველოში 200-მდე მოზარდია აცრილი
Sputnik საქართველო
ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T16:57+0400
2021-11-12T16:57+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261792811_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_8f39f4f95e2177a11c7e9735da879491.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში 12–15 წლის ასაკის 200-მდე მოზარდია აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოზარდების აცრას Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობით ტარდება. მანამდე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ექვემდებარებოდნენ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. ახალი შემთხვევები განსაკუთრებით სწავლის პროცესის დისტანციური რეჟიმიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადასვლის შემდეგ გახშირდა.საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია. საუბარია 18 წლამდე ასაკის 103.927 ბავშვსა და მოზარდზე. მსოფლიოში 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების ვაქცინაციას სამი წლიდან ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20211110/12-dan-15-wlamde-asakis-bavsvebis-vaqcinacia-ukve-sesazlebelia-registracia-daiwyo-261966011.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/04/261792811_67:0:1204:853_1920x0_80_0_0_ed7f50ad980da077f6f6a4d38c112037.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
გამყრელიძე: საქართველოში 200-მდე მოზარდია აცრილი
16:57 12.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის საქართველოში 12–15 წლის ასაკის 200-მდე მოზარდია აცრილი, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებთან.
9 ნოემბერს იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე მხარი დაუჭირეს მოზარდების აცრას Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით. მოზარდების ვაქცინაცია მხოლოდ მშობლების თანხმობით ტარდება. მანამდე აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაციას ექვემდებარებოდნენ ქრონიკული დაავადების მქონე ბავშვები.
„ვაქცინაციის პორტალზე უკვე ამოქმედდა ბავშვების რეგისტრაციის სერვისი. იმუნიზაციის საბჭომ მოზარდების ვაქცინაციის პროცესში ჩართვის გადაწყვეტილება სამი დღის წინ მიიღო და დღეს უკვე 150-200-მდე მოზარდია აცრილი", – განაცხადა გამყრელიძემ.
ბავშვებსა და მოზარდებს შორის ინფიცირების შემთხვევები „ინდური" შტამის გავრცელების შემდეგ გაიზარდა. ახალი შემთხვევები განსაკუთრებით სწავლის პროცესის დისტანციური რეჟიმიდან სკოლებსა და საბავშვო ბაღებში გადასვლის შემდეგ გახშირდა.
საქართველოში ბოლო პერიოდში ეპიდვითარება გაუარესდა. ახალი შემთხვევების რაოდენობის ზრდის ფონზე (დაახლოებით 4–6 ათასი 24 საათში) ქვეყანაში ვაქცინაცია კვლავ ნებაყოფლობითია.
ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან დაახლოებით 15% მოზარდია. საუბარია 18 წლამდე ასაკის 103.927 ბავშვსა და მოზარდზე.
მსოფლიოში 12–15 წლის მოზარდების ვაქცინაცია Pfizer-ის და Moderna-ს პრეპარატებით ხდება. მოზარდების ასაცრელად ამ ვაქცინებს იყენებენ კანადაში, აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ბელგიაში. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც მცირეწლოვნების ვაქცინაციას სამი წლიდან ატარებს, ჩინეთია. იქ ბავშვებს Sinopharm-ისა და Sinovac-ის ვაქცინებით ცრიან.
12 ნოემბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჩატარებულია 2.032.939 აცრა. ამ ეტაპზე მინიმუმ ერთი დოზით აცრილია 1.066.310 ადამიანი. ერთი ან ორივე დოზით ჯამში აცრილია ზრდასრული მოსახლეობის 37,5%. სრულად (ორჯერადად) ვაქცინირებულია 961.973 ადამიანი – ზრდასრული მოსახლეობის 33,7%. 11 ნოემბერს აიცრა 7.103 ადამიანი.