https://sputnik-georgia.com/20211113/opozicia-morig-aqcia-aanonsebs-motxovnebi-kvlav-ucvlelia-262048334.html
ოპოზიცია მორიგ აქციებს აანონსებს – მოთხოვნები კვლავ უცვლელია
ოპოზიცია მორიგ აქციებს აანონსებს – მოთხოვნები კვლავ უცვლელია
Sputnik საქართველო
სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T22:29+0400
2021-11-13T22:29+0400
2021-11-13T22:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262045305_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_ef20322fb250b91c1bbc75742e3f5ef4.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ მორიგ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა. ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან რეგულარულ საპროტესტო აქციებს ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველად სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.მომიტინგეებმა რამდენიმე საათით გადაკეთეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაავსეს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.მისი განცხადებით, აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ დილით გავრცელდება.„ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ (სამოქალაქო მოძრაობა - რედ.) აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართავს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“, - განაცხადა მელიამ.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.
https://sputnik-georgia.com/20211113/kobaxize-nacmozraobas-mxars-uwers-ucxoeli-lobistebis-mcire-jgufi-262047946.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262045305_267:0:2400:1600_1920x0_80_0_0_577b63bf11f8edbdb34d843dfa2a0692.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ოპოზიცია მორიგ აქციებს აანონსებს – მოთხოვნები კვლავ უცვლელია
22:29 13.11.2021 (განახლებულია: 22:38 13.11.2021) სააკაშვილის მხარდამჭერები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები ექს-პრეზიდენტის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. პარლამენტის შენობის წინ მორიგ საპროტესტო აქციაზე ოპოზიციის რამდენიმე ათასი მხარდამჭერი შეიკრიბა.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის დაწყების შესახებ 8 ნოემბერს განაცხადა. მას შემდეგ ოპოზიციის მხარდამჭერები სხვადასხვა უწყებებთან რეგულარულ საპროტესტო აქციებს ერთი და იმავე მოთხოვნით მართავენ: საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თავდაპირველად სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი პატიმრობიდან გათავისუფლება და ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება.
„ერთადერთი ენა, რაც ამ რეჟიმს ესმის, ეს არის ქუჩაში გამოსული საქართველოს მოქალაქე, ეს არის ერთადერთ გამოსავალი ამ მძიმე ეგზისტენციალური კრიზისიდან. ახლა ქუჩებში გამოსვლის დროა, არაძალადობრივ აქციებში უწყვეტად და უტეხად მონაწილეობის მიღების დროა“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ.
მომიტინგეებმა რამდენიმე საათით გადაკეთეს რუსთაველის გამზირი და პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად გაავსეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით, ხვალ სხვადასხვა სახის საპროტესტო აქცია გაიმართება, განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაზე.
მისი განცხადებით, აქციები თბილისის გარდა, საქართველოს სხვა რეგიონებშიც ჩატარდება და ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხვალ დილით გავრცელდება.
„ძალიან კარგია, რომ სხვადასხვა სამოქალაქო ჯგუფი, ოპოზიციური პარტია ამ საერთო საპროტესტო მოძრაობაშია ჩართული, რომ მიტაცებული არჩევნები უკან დაიბრუნონ, ვადამდელი არჩევნების ჩანიშვნა მოვიპოვოთ. ხვალ, 19:00 საათზე „სირცხვილია“ (სამოქალაქო მოძრაობა - რედ.) აქ, რუსთაველის გამზირზე, აქციას გამართავს, ჩვენ კი სხვადასხვა წერტილში, სხვადასხვა სახის საპროტესტო აქციას გავმართავთ, არამხოლოდ თბილისში“, - განაცხადა მელიამ.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, საქმეებს – გაყალბებულად.