https://sputnik-georgia.com/20211113/kobaxize-nacmozraobas-mxars-uwers-ucxoeli-lobistebis-mcire-jgufi-262047946.html
კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს უცხოელი ლობისტების მცირე ჯგუფი
კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს უცხოელი ლობისტების მცირე ჯგუფი
Sputnik საქართველო
მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T22:10+0400
2021-11-13T22:10+0400
2021-11-13T22:13+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262045313_0:0:2400:1350_1920x0_80_0_0_dfb667ac31b35dc9b936a2f851d9145a.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს უცხოელი პარტნიორების უმრავლესობა აღიარებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სამართლიანობას, ხოლო მის გათავისუფლებას უცხოელი ლობისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მოითხოვს, ნათქვამია მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წერილში, რომელიც მის Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ექს-პრეზიდენტის დაკავებამ საქართველოს უცხოელ პარტნიორებში განსხვავებული რეაქცია გამოიწვია.მისი განცხადებით, ხელისუფლება აფასებს უცხოელი პარტნიორების კრიტიკას, ისინი კი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თავიანთ პოზიციებს ხშირად ცვლიან.„ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“, - ხაზგასმულია წერილში.მან ასევე საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა დაასახელა.„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია“, - ნათქვამია წერილში.კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოვლინება იყო 2021 წელს ნიკა მელიას, გიგი უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლება.რაც შეეხება სააკაშვილს, მან სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი, დასასრულს დასძინა მან.სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0d/262045313_267:0:2400:1600_1920x0_80_0_0_ddf29e7c92cb629d555b5e7d66f27b47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ მხარს უჭერს უცხოელი ლობისტების მცირე ჯგუფი
22:10 13.11.2021 (განახლებულია: 22:13 13.11.2021) მმართველ პარტიაში კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი სრულად უნდა მოიხადოს
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს უცხოელი პარტნიორების უმრავლესობა აღიარებს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის დაკავების სამართლიანობას, ხოლო მის გათავისუფლებას უცხოელი ლობისტების მცირერიცხოვანი ჯგუფი მოითხოვს, ნათქვამია მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის წერილში, რომელიც მის
Facebook-გვერდზე გამოქვეყნდა.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადმოკვეთა და ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორ საქმეზე ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი. კიდევ სამი საქმე, მათ შორის საზღვრის უკანონო გადმოკვეთა, სასამართლოში განიხილება. ექს-პრეზიდენტის დაკავებამ საქართველოს უცხოელ პარტნიორებში განსხვავებული რეაქცია გამოიწვია.
„ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს“, - ნათქვამია წერილში.
მისი განცხადებით, ხელისუფლება აფასებს უცხოელი პარტნიორების კრიტიკას, ისინი კი მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თავიანთ პოზიციებს ხშირად ცვლიან.
„ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და „ნაციონალური მოძრაობის“ ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ“, - ხაზგასმულია წერილში.
მან ასევე საქართველოს პოლიტიკური სისტემის მთავარი პრობლემა დაასახელა.
„ქართული პოლიტიკური სისტემის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემაა მართლმსაჯულების პოლიტიზების გამუდმებული მცდელობა, რომელშიც ოპოზიციის რადიკალურ ნაწილთან და მასთან დაკავშირებულ პარტიულ მედიასაშუალებებთან თუ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სამწუხაროდ, ჩართული არიან რადიკალური ოპოზიციის უცხოელი ლობისტებიც, რომელთა ნაწილი პოლიტიკური სტატუსის მატარებელია“, - ნათქვამია წერილში.
კობახიძემ აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების პოლიტიზების ყველაზე ნათელი გამოვლინება იყო 2021 წელს ნიკა მელიას, გიგი უგულავას და გიორგი რურუას გათავისუფლება.
რაც შეეხება სააკაშვილს, მან სრულად უნდა მოიხადოს სასჯელი, დასასრულს დასძინა მან.
სააკაშვილი, რომელმაც შიმშილობა 44 დღის წინ გამოაცხადა, ორშაბათს გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად ყოფილი პრეზიდენტი ამის წინააღმდეგი იყო. ის, მისი ადვოკატები და პირადი ექიმი მის მრავალპროფილურ სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას მოითხოვდნენ.
ყოფილი პრეზიდენტი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს – გაყალბებულად.