https://sputnik-georgia.com/20211113/cicisvilis-bavsvta-klinikasi-pacientebis-naxevari-ert-wlamde-asakis-bavsvebi-arian-262040894.html
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პაციენტების ნახევარი ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პაციენტების ნახევარი ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან
Sputnik საქართველო
კლინიკაში მყოფი პაციენტების მშობლების უმრავლესობა აუცრელები არიან 13.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-13T14:18+0400
2021-11-13T14:18+0400
2023-08-17T18:15+0400
covid-19 - ბოლო ცნობები
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/41/227774123_0:220:2572:1667_1920x0_80_0_0_eb50336c0e0154acb85980aa1d453d0a.jpg
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკას ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ ჰყავს, განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.ჩხაიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნახევარი, როგორც რეანიმაციაში, ისე განყოფილებებში, ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.ის ასევე მიესალმება მოზარდების ვაქცინაციას, რადგან ეს ყველაზე მეტად მობილური ჯგუფია.დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.894 შეადგინა.მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით არის შესაძლებელი.საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
https://sputnik-georgia.com/20211113/ratom-gaziarda-yoveldriurad-acrilta-raodenoba-ivane-cxaizis-ganmarteba-262039625.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22777/41/227774123_28:0:2544:1887_1920x0_80_0_0_9fc3d360115eabc5f46a7d8efed7fb7c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში პაციენტების ნახევარი ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან
14:18 13.11.2021 (განახლებულია: 18:15 17.08.2023) კლინიკაში მყოფი პაციენტების მშობლების უმრავლესობა აუცრელები არიან
თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკას ამ ეტაპზე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ ჰყავს, განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მაია ჩხაიძემ ტელეკომპანია
„იმედის“ ეთერში.
ჩხაიძის ინფორმაციით, ციციშვილის კლინიკაში მოთავსებული პაციენტების ნახევარი, როგორც რეანიმაციაში, ისე განყოფილებებში, ერთ წლამდე ასაკის ბავშვები არიან.
„არიან ახალშობილებიც, ჩვილებიც. ახალშობილები, ძირითადად, რეანიმაციაში წვანან. ასევე არიან მშობლებიც, რომლებიც ჩვენთან მკურნალობენ ბავშვებთან ერთად. მათგან ხუთი ორჯერადად ვაქცინირებული და დანარჩენი არცერთი მშობელი არ არის ვაქცინირებული“, - განაცხადა ჩხაიძემ.
ის ასევე მიესალმება მოზარდების ვაქცინაციას, რადგან ეს ყველაზე მეტად მობილური ჯგუფია.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 95,92% იყო არავაქცინირებული, აუცრელი იყო ჰოსპიტალიზირებულთა 94,4% და გარდაცვლილთა 98,96%.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.565-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 780.391-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 78 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.894 შეადგინა.
მასობრივი ვაქცინაცია საქართველოში 5 ივლისს დაიწყო. ვაქცინაციის პორტალზე 12–15 წლის ასაკის ბავშვების რეგისტრაციის სერვისი უკვე ამოქმედდა. მოზარდების აცრა Pfizer-ის ვაქცინის ორი დოზით არის შესაძლებელი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.