Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

არჩევნების ოფიციალური შედეგები შეჯამებულია: მონაცემები თბილისის მიხედვით

© photo: Sputnik / Stringerხმების გადათვლა
ხმების გადათვლა - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად შეჯამდა და წინასწარ შედეგებთან შედარებით უცვლელი დარჩა
თბილისი, 13 ნოემბერი- Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა.
სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა. ცესკომ ოპოზიციის მიერ წარდგენილი სარჩელები არ დააკმაყოფილა და შედეგები უცვლელად დატოვა. ცესკოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა სხდომა ოფიციალური შედეგების შეჯამებამდე დემონსტრაციულად დატოვა.
ხმების გადათვლა არჩევნების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
არჩევნები 2021
ცესკომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები უცვლელად დატოვა
თბილისის მერის არჩევნების შედეგების მიხედვით, ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახა კალაძე. მას მხარი დაუჭირა 258.776 ამომრჩეველმა, რაც 55,6%-ს შეადგენს. ოპოზიციის კანდიდატმა ნიკა მელიამ ხმების 44,4% მიიღო.
ცესკოს ინფორმაციით, თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში სულ 480.302 ამომრჩეველი მონაწილეობდა.
ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე ასევე შეაჯამა თბილისის საკრებულოს 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნები შედეგები.
შემაჯამებელი ოქმის თანახმად, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა რაოდენობამ 494.676 შეადგინა.
თბილისის საკრებულოში პოლიტიკურ ძალთა ბალანსი უცვლელი დარჩა:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 29 დეპუტატი (აქედან 10 დეპუტატი საკრებულოში მაჟორიტარული სიით მოხვდა)
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 13 დეპუტატი
„საქართველოსთვის“ - 4 დეპუტატი
„ლელო საქართველოსთვის“ - 2 დეპუტატი
„გირჩი - მეტი თავისუფლება" - 1 დეპუტატი
„ხალხისთვის“ - 1 დეპუტატი
მეორე ტურის შედეგები ასევე საოლქო საარჩევნო კომისიებმა შეაჯამეს. შემაჯამებელი ოქმების მიხედვით, საკრებულოს წევრად და მერად არჩეული პირების შესახებ ინფორმაცია ცესკომ დღევანდელ სხდომაზე ცნობად მიიღო. დეტალური ინფორმაცია და შემაჯამებელი ოქმები ცესკოს ვებგვერდზეა განთავსებული.
ადგილობრივი არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართა. ცალკეულ ქალაქებსა და მუნიციპალიტეტებში 30 ოქტომბერს მეორე ტური ჩატარდა.
ყველა ახალი ამბავი
0