Предвыборная агитация. Европейская Грузия проводит встречи с избирателями. Флаги Грузии и НАТО - Sputnik საქართველო, 1920
არჩევნები 2021
საქართველოში 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ზოგ ქალაქსა და რაიონში მეორე ტურის ჩატარება გახდა აუცილებელი. 30 ოქტომბერს ქვეყნის მოსახლეობა 20 მერსა და საკრებულოების 42 მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევს.

ცესკომ ოპოზიციის საჩივრები არ დააკმაყოფილა და არჩევნების შედეგები უცვლელად დატოვა

© photo: Sputnik / Stringerხმების გადათვლა არჩევნების შემდეგ
ხმების გადათვლა არჩევნების შემდეგ - Sputnik საქართველო, 1920, 13.11.2021
გამოწერა
შედეგების შეჯამებამდე ცესკომ განიხილა ოპოზიციის საჩივრები, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას 16 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოითხოვდა
თბილისი, 13 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის შედეგები ოფიციალურად შეაჯამა და წინასწარ შედეგებთან შედარებით უცვლელად დატოვა.
ცესკოს სხდომა გაიმართა საპროტესტო აქციის ფონზე, სადაც რამდენიმე ათეული ადამიანი შეკრიბა. მათ განაცხადეს, რომ არჩევნების შედეგები გაყალბდა და უნდობლობა გამოუცხადეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
ოფიციალური შედეგების მიხედვით, 20 მერის პოსტიდან 19-ს მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენლები დაიკავებენ, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში - ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი.
ენმ სააკაშვილის გათავისუფლებასა და ახალ არჩევნებს მოითხოვს - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
კრიზისი საქართველოში: „ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის გათავისუფლებას და ახალ არჩევნებს მოითხოვს
შედეგების შეჯამებამდე ცესკომ განიხილა ოპოზიციის საჩივრები, რომელიც არჩევნების შედეგების გაუქმებას 16 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მოითხოვდა. მათი თქმით, ამ მუნიციპალიტეტებში არჩევნები გაიმართა სერიოზული დარღვევებით და არ ასახავენ ამომრჩეველთა ნებას.
ცესკომ ოპოზიციური პარტიების საჩივრებს უსაფუძვლო უწოდა. პასუხად ცესკოს ყველა ოპოზიციონერმა წევრმა სხდომა ოფიციალური შედეგების შეჯამებამდე დემონსტრაციულად დატოვა.
„ეს არის კრიტიკული სიტუაცია, რასაც ადეკვატური მოქმედება სჭირდება და ამ შემთხვევაში მე ადეკვატურად სხდომის დატოვებას მივიჩნევ. ამ არჩევნებს ზოგიერთ საკითხში ლეგიტიმურობის პრობლემა აქვს", - განაცხადა სხდომის დატოვებამდე ცესკოს თავმჯდომარის ოპოზიციონერმა მოადგილემ, გიორგი სიორიძემ.
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტური 20 ქალაქსა და მუნიციპალიტეტში 30 ოქტომბერს გაიმართა.
ყველა ახალი ამბავი
0