საქართველო-თურქეთის საზღვარზე მესაზღვრეთა ერთობლივი წვრთნები გაიმართა - ვიდეო

გამოწერა
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ვალეს სასაზღვრო სექტორის ტერიტორიაზე საქართველოსა და თურქეთის სასაზღვრო ქვედანაყოფების ერთობლივი სწავლება გაიმართა. ნახეთ საქართველოს შსს-ს ვიდეო, როგორ ჩატარდა სწავლება
ერთობლივი წვრთნები თურქეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში გაიმართა. წვრთნებში საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ახალციხის სამმართველოსა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 25-ე ბრიგადის ტაქტიკური ჯგუფები მონაწილეობდნენ. ასეთი სწავლებები ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.
სწავლების მიზანი იყო ორი ქვეყნის სასაზღვრო ქვედანაყოფებს შორის სახმელეთო საზღვრების დაცვის სფეროში გამოცდილების გაცვლა და საზღვრის უსაფრთხოების საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გაუმჯობესება. წვრთნების ფარგლებში მესაზღვრეებმა გამოიყენეს საზღვარზე მომხდარ ინციდენტებზე რეაგირების მეთოდები და ჩაატარეს სპეცოპერაციები.
სწავლების სცენარი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგებოდა: არალეგალი მიგრანტების დაკავება და სახელმწიფო საზღვრის გავლით პირუტყვის უკანონო ტრანსპორტირების პრევენცია. სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეებმა მადლობის წერილები და სიმბოლური საჩუქრები მიიღეს.
ვალეს საბაჟო გამშვები პუნქტი საქართველოსა და თურქეთის საზღვარზე ერთ-ერთი გამშვები პუნქტია.
ყველა ახალი ამბავი
0