https://sputnik-georgia.com/20211112/tbilissisaakasvilismxardamweri-ori-aqcia-ertdroulad-imarteba-262022125.html
თბილისში სააკაშვილის მხარდამჭერი ორი აქცია ერთდროულად მიმდინარეობს
თბილისში სააკაშვილის მხარდამჭერი ორი აქცია ერთდროულად მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დღეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა. 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-12T15:53+0400
2021-11-12T15:53+0400
2021-11-12T20:27+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262020501_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_0e76588a3bc00f0261b99ccd1a247218.jpg
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქციას ერთდროულად ორ ლოკაციაზე ატარებენ – ჯანდაცვის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის თაობაზე 8 ნოემბერს გამოაცხადა. მისი მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება.დღეს მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს პროტესტი ამ საკითხში კომპეტენტურ უწყებებთან გამოეთქვათ.აქციის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ხელში პლაკატებით „თავისუფლება სააკაშვილს".ორივე სამინისტროსთან პოლიციის ძალებია მობილიზებული.აქცია ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.ოპოზიციის მომავალი გეგმები პარასკევს, საღამოს ტრადიციულ ბრიფინგზე გამოცხადდება.
https://sputnik-georgia.com/20211112/garibashvilsa-da-zelenskis-shoris-komunikacia-shedga-262015971.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262020501_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_3600fae1528dbd93040fac309a6f67c2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
თბილისში სააკაშვილის მხარდამჭერი ორი აქცია ერთდროულად მიმდინარეობს
15:53 12.11.2021 (განახლებულია: 20:27 12.11.2021) მომიტინგეების მთავარი მოთხოვნა დღეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაა.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. ოპოზიციური პარტიები და მათი მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად დღეს აქციას ერთდროულად ორ ლოკაციაზე ატარებენ – ჯანდაცვის სამინისტროსთან და იუსტიციის სამინისტროსთან.
ოპოზიციამ საპროტესტო მოძრაობის თაობაზე 8 ნოემბერს გამოაცხადა. მისი მთავარი მოთხოვნებია თავდაპირველად სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, შემდეგ მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების გამოცხადება.
დღეს მომიტინგეების მთავარი მოთხოვნაა ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, ამიტომ მათ გადაწყვიტეს პროტესტი ამ საკითხში კომპეტენტურ უწყებებთან გამოეთქვათ.
აქციის დაწყებამდე მისმა მონაწილეებმა მსვლელობა გამართეს ხელში პლაკატებით „თავისუფლება სააკაშვილს".
ორივე სამინისტროსთან პოლიციის ძალებია მობილიზებული.
აქცია ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს ლიდერები მიმართავენ.
ოპოზიციის მომავალი გეგმები პარასკევს, საღამოს ტრადიციულ ბრიფინგზე გამოცხადდება.