Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

როგორია ეპიდვითარება რეგიონებში: ახალი კოვიდ-სტატისტიკა

© photo: Sputnik / Stringerადამიანები პირბადით
ადამიანები პირბადით - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.445-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 775.826-ს მიაღწია.
თბილისი, 12 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 4.445 შემთხვევიდან ყველაზე მეტი – 1.704 შემთხვევა დედაქალაქში დაფიქსირდა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ინფიცირებულთა შემთხვევების რაოდენობით მეორე ადგილზე იმერეთი, შემდეგ კი შიდა ქართლია.

რეგიონების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკა ასეთია: იმერეთი – 868, შიდა ქართლი – 431, ქვემო ქართლი – 321, კახეთი – 314, სამეგრელო–ზემო სვანეთი – 283, სამცხე-ჯავახეთი – 148, აჭარა – 124, მცხეთა-მთიანეთი – 115, გურია – 91, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 46.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3.508 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 708.820-მდე გაიზარდა.
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 77 ადამიანი და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ 10.816-ს მიაღწია.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოში 56.164 აქტიური შემთხვევაა. კოვიდ-კლინიკებში მოთავსებულია 6.856 პაციენტი, მათ შორის, თბილისში – 2.660, იმერეთში – 1.430, აჭარაში – 612.
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 12 ნოემბერი
1.657 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 360 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 36, იმერეთში – 31. კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 1.324 ადამიანი, მათ შორის 864 – თბილისში, 269 – აჭარაში. 47.984 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
დღევანდელი მდგომარეობით, საკარანტინო სივრცეში მოთავსებულია 55 ადამიანი, ყველა თბილისში.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50.601 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 4.445-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 775.826-ს მიაღწია.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0