Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 საქართველოში: ახალი მონაცემები – 12 ნოემბერი

© © George Frey / Getty Images / AFPტესტირება კორონავირუსზე
ტესტირება კორონავირუსზე - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 708.820 ადამიანი; ჩატარებულია 2.032.939 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.103 ადამიანი.
თბილისი, 12 ნოემბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 4.445-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 775.826-ს მიაღწია. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 708.820 ადამიანი (ბოლო 24 საათში – 3.508), გარდაიცვალა – 10.816 (ბოლო 24 საათში – 77). კარანტინის რეჟიმშია 55, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 6.856 პაციენტი, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1.324 ადამიანი იმყოფება.
ბოლო 24 საათში ჩატარებულია 50.782 კვლევა ტესტით. მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 30.215, PCR–ტესტით – 20.567.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 8,75%, ბოლო 14 დღის – 10,02%, ბოლო 7 დღის – 10,06%.
სულ ჩატარებულია 2.032.939 აცრა, ერთ დღეში აცრილია 7.103 ადამიანი.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.
ყველა ახალი ამბავი
0